Apple-მა ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდის სტატუსი დაიბრუნა – როგორია Top-10

7 წლის შემდეგ, Apple კვლავ ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგის სათავეშია. გასულ წელს, მისი ღირებულება 55%-ით გაიზარდა და 947.1 მლრდ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია BrandZ რეიტინგში „Top-100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი მსოფლიოში“.

მეორე ადგილზეა Google, რომელიც 79%-ით გაძვირდა და 819.6 მლრდ დოლარი გახდა. გასული წლის ლიდერის, Amazon-ის ღირებულება კი მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და 705.6 მლრდ დოლარი შეადგინა.

რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება Microsoft (49%-იანი ზრდა, 611.5 მლრდ.), მეხუთეზე – ჩინური ინტერნეტ-გიგანტი Tencent, მიუხედავად 11%-იანი ვარდნისა, მისმა ღირებულებამ 214 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ათეულში ასევე მოხვდნენ:

  • McDonald’s – 196.5 მლრდ დოლარი
  • Visa – 191 მლრდ დოლარი
  • Facebook – 186.4 მლრდ დოლარი
  • Alibaba – 170 მლრდ დოლარი
  • Louis Vuitton – 123.3 მლრდ დოლარი

ბრენდების ჯამური ღირებულება გასულ წელთან შედარებით 23%-ით მეტია და თითქმის 8.7 ტრილიონ დოლარს უტოლდება, ეს კი ახალი რეკორდია.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების Brandz Top 100 რეიტინგს, მედია ჯგუფი Kantar 2006 წლიდან აქვეყნებს. მისი შედგენისას გათვალისწინებულია კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები და 4,1 მილიონზე მეტი მომხმარებლის მიმოხილვა.

Comments are closed.