გასულ კვირას Pinterest-მა საკუთარ მომხმარებელს საინტერესო ახალი ფუნქციონალი შესთავაზა: ამიერიდან პლატფორმაზე განთავსებული ავეჯის დათვალიერებისას, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, არჩეული ავეჯი საკუთარ ოთახში გაფართოებული რეალობის გამოყენებით გადმოიტანონ და შეხედონ, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის ავეჯი მათ სახლს
მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ახალი სულაც არ არის – კოსმეტიკური პროდუქტების შეძენისას მას Pinterest-ის მომხმარებლები უკვე დიდი ხანია, რაც იყენებენ – მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ნაბიჯით Pinterest-ი კიდევ უფრო ღრმად შედის ელექტრონული კომერციის ბიზნესში, რაც, თავისთავად, უაღრესად საინტერესო მოვლენაა.
როგორც Pinterest-ის განცხადებიდან ირკვევა, AR-ტექნოლოგიით 80 ათასზე მეტი ერთეული ავეჯის გადმოტანაა შესაძლებელი – მოგვიანებით, თუკი ესა თუ ის ავეჯი მოგეწონებათ, მის ყიდვასაც უმალვე შეძლებთ.