კომპანია Google მომავალი წლიდან Windows 7-სა და 8.1-ზე Chrome-ის მხარდაჭერას ოფიციალურად შეწყვეტს

2023 წლის 7 თებერვალიდან, როდესაც მოსალოდნელია Chrome 110-ის გაშვება, ტექნიკური გიგანტი ოფიციალურად შეწყვეტს Windows 7-ისა და Windows 8.1-ის მხარდაჭერას.

იმისათვის, რომ მომხმარებლებმა განაგრძონ Chrome-ის ახალი განახლებების მიღება, მათ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს Windows 10 ან უფრო ახალი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ოპერაციული სისტემების მომხმარებლები არ მიიღებენ ახალ განახლებებს, კვლავიდნებურად Chrome-ის ადრინდელი ვერსიები გააგრძელებს მუშაობას.

თუ ვინმეს სურს გააგრძელოს Chrome-ის უსაფრთხოების განახლებების და ახალი ფუნქციების მიღება, მან უნდა განაახლოს Windows 7 ან Windows 8.1-დან Windows-ის თავსებად ვერსიამდე.

ბოლო ანალიზის თანახმად, Google Chrome არის ყველაზე დაუცველი ბრაუზერი, რომელიც ამჟამად გამოიყენება 2022 წლის მონაცემებით. კვლევის მიხედვით, დასკვნები ეყრდნობოდა მონაცემთა ბაზის მონაცემებს, რომელიც მოიცავდა პერიოდს 1 იანვრიდან 5 ოქტომბრამდე.

ოქტომბრის ხუთი დღის განმავლობაში მხოლოდ Google Chrome-ს ჰქონდა ხარვეზები, მათ შორის CVE-2022-3318, CVE-2022-3314, CVE-2022-3311, CVE-2022-3309 და CVE-2022-3307.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ სისუსტეებმა შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის მეხსიერების მწყობრიდან გამოსვლა, თუმცა მონაცემთა ბაზა მათზე ინფორმაციას არ აწვდის.


პროდუქციის შეთავაზება: არსონის ბრენდის ბლუთუზ დინამიკი მოდელი AN-1001

  • ფერი: შავი
  • კავშირის ტიპი: უკაბელო და სადენიანი
  • გამოდგება წვეულებებისა და შეკრებებისთვის
  • 10 ინჩიანი დინამიკი
  • მოყვება ნივთები: ერთი პულტი, ერთი უკაბელო მიკროფონი და ერთი 15V ადაპტერი
  • აღჭურვილია DSP ძრავით ხმის ოპტიმიზაციისთვის
  • საოცარი სიმძლავრე 10000 ვატი
  • ორი ერთში ფუნქციის მხარდაჭერა
  • მეხსიერების ბარათის სლოტით (Micro SD), AUX გამომავალი, USB პორტით, რადიო
  • Bluetooth ვერსია: 5
  • გამაძლიერებლის სიმძლავრე: 60 ვატი
Comments are closed.