კომპანია სამსუნგი Galaxy Z Flip4-ს და Galaxy Z Fold4-ს 10 აგვისტოს წარადგენს

როგორც ჩანს, ჩვენ საბოლოოდ გვაქვს თარიღი, რომელსაც მოუთმენლად ველით Samsung-ის წლის ორი ყველაზე მოსალოდნელი მოწყობილობისთვის – Galaxy Z Fold4 და Z Flip4. ინსაიდერმა ევან ბლასმა Galaxy Unpacked პოსტერი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კონფერეცნია დაგეგმილია ოთხშაბათს, 10 აგვისტოს.

პოსტერს აქვს ბლარი Galaxy Z Flip4 ფონზე, რომელიც ადრე ვნახეთ იმავე იისფერი ფერის რენდერებში. როგორც ცნობილია, წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „გაშალე შენი სამყარო“, კონფერენციაზე ასევე ველოდებით, რომ ვიხილოთ Galaxy Watch 5 და Watch 5 Pro ღონისძიებაზე.

წინა ჭორების საფუძველზე, Galaxy Z Fold4 და Z Flip4 გაყიდვაში 26 აგვისტოდან უნდა გამოვიდეს.

Comments are closed.