მალე Instagram-ს პოსტის “დაშეარების” ფუნქცია დაემატება

მალე Instagram-s შესაძლოა ახალი ფუნქცია შეემატოს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ხელახლა გამოაქვეყნონ სხვისი პოსტები ან Reels ვიდეობი. აღნიშნული სიახლის შესახებ, პირველმა სოციალური მედიის ანალიტიკოსმა მეტ ნავარამ შენიშნა, რომელმაც სკრინშოტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ Twitter-ზე, სადაც მან აჩვენა პროფილის ჩანართი სახელწოდებით “Reposts”. Instagram-მა კი მოგვიანებით დაადასტურა, რომ ისინი ნამდვილად ამოწმებდნენ მსგავს ფუნქციას.

ჩვენ ვიკვლევთ შესაძლებლობას ხელახლა გააზიაროთ პოსტები თქვენს საკუთარ Feed-ში – ისევე, როგორც თქვენ შეგიძლიათ ხელახლა გააზიაროთ “სთორებში”– რათა ადამიანებმა გააზიარონ ის, რაც მათ სურთ.

Instagram Team

This is what the new instagram repost feature intro screen looks like

h/t @alex193a pic.twitter.com/ldOX5PO4Eg— Matt Navarra (@MattNavarra) September 9, 2022

ამჟამად, ადამიანების მიერ პოსტების ხელახლა გამოქვეყნების ან გაზიარების ყველაზე გავრცელებული გზაა მათი “სთორებში” ატვირთვა, რომელსაც ვადა სტანდარტულად 24 საათში ეწურება. ახალი „Repost“ ფუნქცია კი იმუშავებს პოსტის გაგზავნით მომხმარებლის მიმდევრების მთავარ არხებზე და არა ისტორიებში.

Comments are closed.