iPhone 14-ის ფასების ზრდა შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს

გავრცელებული ინფომარციით, Apple ახალ iPhone 14 სერიაში “მინი” მოდელს გააუქმებს და მის ნაცვლად iPhone 14 Plus შემოგვთავაზებს, ამიტომ აღნიშნულ სერიაში მოსალოდნელი იქნება ფასების სტრუქტურის რყევა. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ 14 Pro & 14 Pro Max მოდელის ფასები 100 დოლარით გაიზრდება, მაგრამ TrendForce გამოცემის ინფორმაციით, ფასების ზრდა უფრო მცირე იქნება.

სინამდვილეში, iPhone 14 შეიძლება იყოს 50 დოლარით იაფი ვიდრე მისი წინამორბედი, რომელის ფასიც 800 დოლარიდან დაიწყო. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ წელს iPhone 13 mini-ს ფასი $700 გახლდათ , როგორც ყველაზე იაფი ახალი (არა-SE) მოდელი. წელს თქვენ დახარჯავთ $750

iPhoneiPhone 14 (TrendForce)iPhone 14 (other analysts)
mini$700
Base model$800$750
Max$850
Pro$1,000$1,050
Pro Max$1,100$1,150

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ახალი iPhone 14 Max 100 დოლარით მეტი ეღირება, ვიდრე სტანდარტული iPhone 14, რომელის ფასიც $850 ან $900 იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ Apple სავარაუდოდ ელოდება მაღალ გაყიდვებს iPhone 14 სერიისთვის, მხოლოდ დრო გვიჩნევებს როგორ განვითარდება მოვლენები. შეგახსენებთ, რომ iPhone 14-ის პრეზენტაცია 7 სექტემბერსაა დაგეგმილი, ასე რომ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ შემდეგ კვირას ოფიციალურ ფასებისა და ტექნიკური მახასიაებლები გასაგებად.

Comments are closed.