კამერა ეკრანის ქვეშ – 2024 წელს iPhone მორიგ სიახლეს წარმოგვიდგენს

თანამედროვე ტექნოლოგიური სამყარო მორიგ მიღწევას მიუახლოვდა – საუბარია ეკრანის ქვეშ მყოფ კამერებზე, რომელიც მომავლის სიახლეს წარმოადგენს.

Apple-ის ანალიტიკოსის, მინგ-ჩი კუოს განცხადებით, 2024 წლისთვის სწორედ UD სელფის კამერიანი iPhone-ების პრეზენტაცია იგეგმება.

Gsmarena-ს ანალიტიკოსების განმარტებით, UD სელფის კამერები ჩეულებრივ კამერებს კონკურენციას ვერ გაუწევენ, რადგან ეს უკანასკნელი ხარისხით ყოველთვის წინ იქნება. მიზეზი სენსორში შემოსული ნაკლები შუქია ზემოდან ზედმეტი ფენის გამო. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, Apple-ის ამ სიახლემდე 17 თვე გვაშორებს.

Comments are closed.