iPhone 14-ის კონფერენციას Apple 7 სექტემბერს გამართავს

უკვე ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც Apple ახალი თაობის iPhone-ებს წარადგენს. Bloomberg-ის თანახმად, iPhone 14-ის ოფიციალური კონფერენცია 7 სექტემბერს გაიმართება, სმარტფონების გაყიდვები კი ოფიციალურად 16 სექტემბერდან დაიწყება. „საცალო მაღაზიის ზოგიერთ თანამშრომელს უთხრეს, რომ მოემზადონ ახალი ძირითადი პროდუქტის გამოშვებისთვის 16 სექტემბერს“, წერს Bloomberg.

7 სექტემბერის კონფერენციაზე Apple სავარაუდოდ წარადგენს ოთხ ახალ iPhone 14 მოდელს, ახალ Mac კომპიუტერებს, ახალ iPad-ებს და ახალ Apple Watch-ს. iPhone 14-ის სამოდელო ხაზში აღარ შევხვდებით mini მოდელს მის ნაცვლად კი იქნება, ორი მოდელი 6.1 დიუმიანი და ორი მოდელი 6.7 დიუმიანი ეკრანებით, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც Apple გამოუშვებს არაპრო მოდელს 6.7 დიუმიან iPhone-ს.

სავარაუდოდ, iPhone 14 მოდელებს ექნება განახლებული სელფის კამერა, უფრო დიდი კამერის კუნძულით iPhone 14 Pro-ზე, ხოლო ახალი Pro მოდელები მიიღებენ A16 ჩიპსეტს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Pro მოდელს ექნება Always on Display ფუნქცია.

Comments are closed.