Kindle Scribe: Amazon-ის პირველი Kindle, რომელსაც სტილუსის მხარდაჭერა აქვს

Amazon-მა ახალი Kindle Scribe წარადგინა, რომელიც ისტორიაში კომპანიის ყველაზე დიდი Kindle-ია, რომელსაც ამავდროულად სტილუსის მხარდაჭერა აქვს.

Kindle Scribe აღჭურვილია 10.2 დიუმიანი სენსორული Paperwhite ეკრანით. მოწყობილობას მოყვება სტანდარტული კალამი, რომელიც მაგნიტურად ემაგრება მოწყობილობის გვერდით. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ Premium ტიპის კალამიც, რომელსაც აქვს საშლელი მეორე ბოლოზე და მალსახმობის ღილაკი , ჰაილაითერის და სხვა ფუნქციებზე გადასართავად.

Kindle Scribe მხარს უჭერს სახელმძღვანელოებზე ხელნაწერი ჩანაწერების დამატებას შენიშვნების ფუნქციის გამოყენებით. შენიშვნები ავტომატურად წესრიგდება წიგნის მიხედვით და ასევე სინქრონიზდება მოწყობილობებს შორის. მოწყობილობა ასევე შეიცავს ჟურნალის ფუნქციებს, შაბლონებით, როგორიცაა ხაზოვანი ქაღალდი, ცარიელი ქაღალდი, სამუშაოების სიები და სხვა. შენიშვნების ორგანიზება შესაძლებელია საქაღალდეების მიხედვით.

Comments are closed.