არის თუ არა KINGSTON SSD A400 საუკეთესო ბიუჯეტური SSD?

Kingston A400 SSD შესაფერისია მათთვის, ვინც საბაზისო დონის საიმედო SSD ეძებს, მაგრამ არის თუ არა ის საუკეთესო არჩევანი 2022 წელს?

დღეს კომპიუტერი SSD-ს გარეშე წარმოუდგენელია, არ აქვს მნიშვნელობა, რისთვის იყენებ მას. არსებობს საბაზისო კლასის SSD-ები, რომელთა ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია, ასე რომ SSD აღარ წარმოადგენს ფუფუნებას. ბოლოს და ბოლოს ხომ ჩვენ იმ გაჯეტზე ვსაუბრობთ, რომელიც პასუხისმგებლია კომპიუტერის სწრაფ ჩატვირთვაზე, პროგრამების შესამჩნევად სწრაფად გახსნაზე და თქვენი მთლიანი პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე.

რაც შეეხება მიმზიდველი ფასის SSD-ებს, დღეს ჩვენ ყურადღებას Kingston-ის ბრენდზე შევაჩერებთ. Kingston-ს აქვს SSD-ების მრავალფეროვანი არჩევანი და წარმოდგენილია სხვადასხვა სიმძლავრით კატეგორიაში. ახლა კი მოდით შევამოწმოთ კომპანიის საბაზისო კლასის ერთ-ერთი SATA SSD – Kingston A400 SATA SSD 240GB და ვნახოთ, რას შეიძლება ველოდოთ მისგან და არის თუ არა ის საუკეთესო აღნიშნულ კატეგორიაში?

Kingston A400 SSD ტექნიკური მახასიათებლები

A400 წარმოადგენილია ორივე ფორმ-ფაქტორით 2,5” და M.2 SSD. მას კომპლექტაციაში არ გააჩნია SATA სადენი. აშაკარა ჩანს, რომ Kingston-მა მართლაც ბევრი იზრუნა, რომ აპგრეიდი უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო. Kingston SSD A400 გამოდის 120 GB, 240 GB, 480 GB და 960 GB ტევადობით, მოდით, დღეს 240 GB მოდელზე ვისაუბროთ.


⦁ ფორმ-ფაქტორი: 2.5″ & M.2
⦁ მოცულობა: 240 GB
⦁ ინტერფეისი: SATA Rev. 3.0 (6 გბ/წმ)
⦁ NAND: 3D
⦁ კონტროლერი: Phison PS3111-S11
⦁ ფლეშ მეხსიერება: Toshiba 15nm TLC
⦁ მონაცემთა გადაცემა (ATTO): 500 მბ/წმ-მდე წაკითხვა და 350 მბ/წმ ჩაწერა (240 გბ)
⦁ გარანტია და გამძლეობა: 3 წელი, 80 ტბ (TBW)

Kingston SSD A400-ს აქვს შესანიშნავი მახასიათებლები, მის ღირებულებასთან შეფარდებით. თუმცა SSD ბაზარი იმდენად დიდია, რომ უამრავი მწარმოებლის მსგავსი დამგროვებელია და ძნელია გადაწყვიტო რომელია შენთვის შესაფერისი. ერთადერთი გზა იმის გასარკვევად, ღირს თუ არა Kingston A400 ყიდვა, არის მისი გატესტვა და სხვა დისკებთან შედარება. შესაბამისად დღეს ჩვენ რამდენიმე Benchmark ტესტს შემოგთავაზებთ, სადაც აღნიშნული SSD სრულ შესაძლებლობებს ვიხილავთ

Kingston A400 Benchmark Test

როგორც ყოველთვის, ჩვენ გამოვიყენეთ CrystalDiskMark აღნიშნული SSD-ს მუშაობის შესამოწმებლად. შედეგად, A400-ის თანმიმდევრული წაკითხვისა და ჩაწერის სიჩქარემ მიაღწია 555.9 Mbps და 507.2Mbps. აღნიშნული შედეგები კი უფრო მაღალია, ვიდრე Kingston-ის გამოქვეყნებული რიცხვები.

თუ შედეგებს შევადარებთ Kingston-ის ოფიცილაურ მონაცემებს 500MB/s წაკითხვის და 320MB/s ჩაწერის სიჩქარეს, მაშინ საკმაოდ განსხვავებაა, განსაკუთრებით ჩაწერის შესრულებაში. საერთო ჯამში, თანმიმდევრული შესრულება კარგია.

CrystalDiskMark-ისგან განსხვავებით, HD Tune Pro აჩვენებს Kingston-ის A400 წაკითხვის/ჩაწერის სიჩქარის უფრო დეტალურ შედეგებს. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ტესტების მინიმალური და მაქსიმალური, ასევე საშუალო მაჩვენებლები.

როგორც ზემოთ მოყვანილი ფოტოებიდან ხედავთ, Kingston A400 აჩვენებს სტაბილურ 400 მბ/წმ წაკითხვის საშუალო სიჩქარეს. დიაგრამამ შეიძლება აჩვენოს გარკვეული რყევები ტესტის დასაწყისში. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ეს SSD მუშაობს სტაბილურად 400 მბ/წმ-ზე, რაც სულაც არ არის ცუდი.

შეჯამება

მეტი რიცხვებითა და უაზრო ბენჩმარკებისგან თავი რომ არ შეგაწყენოთ, როგორც ხედავთ, Kingston-ის შესრულება საკუთარ საფასო კლასში საკმაოდ კარგია. თუ ჩვენ შევადარებთ მაღალი კლასის, NVMe SSD-ს, მაგალითად, როგორიცაა თუნდაც KC3000, დიახ აღნიშნულ SSD-ს აქვს ბევრად უფრო მაღალი თანმიმდევრული წაკითხვის/ჩაწერის სიჩქარე. თუმცა, ის მნიშვნელოვნად ძვირი ღირს.  SATA SSD-ს კლასში  A400-ს აქვს ოდნავ მეტი ჩაწერის სიჩქარე მის კონკრენტებთან შედარებით. SSD შეძენისას მნიშვნელოვანი არის მწარმოებლის სანდოობის ფაქტორის განსაზღვრაც. Kingston Technology არის დარგის ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული კომპანია, რომელიც 35 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე.

ვერდიქტი

Kingston A400-ს აქვს ხარისხისა და ფასის შესანიშნავი შეფარდება. ეს ნამდვილად არ არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი SSD, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ბაზარზე, თუმცა, ის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი SATA SSD არის, რომელიც გააუმჯიბესებს თქვენი კომპიუტერისა თუ ლეპტოპის სრულ პროდუქტიულობას. აღნიშნული SSD შესანიშნავი გამოსავალია ოპერაციული სისტემისთვის, სადაც SSD გამოიყენება როგორც ოპერაციული სისტემა, ხოლო HDD, როგორც მასიური შენახვის დისკი.

იმისთვის, რომ აღნიშნული SSD-ების შესახებ კიდევ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღოთ, ასევე მაღაზიები, სადაც შეძლებთ შეძენას, გთხოვთ ეწვიოთ აღნიშნულ ბმულს.

Comments are closed.