რომელია 2022 წლის საუკეთესო საუკეთესო ლეპტოპები?

საუკეთესო ბიუჯეტური კლასის ლეპტოპები სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. საკითხავია: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რისი გაღებისთის ხარ მზად? საუკეთესო ბიუჯეტური ლეპტოპები რა თქმა უნდა არ არის სრულყოფილი ყველა სფეროში – მათ აქვთ გარკვეული ძლიერი მხარეები, მაგრამ აქვთ გარკვეული კომპრომისებიც თავიანთი ფასის გამო. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ იპოვოთ ბიუჯეტური ლეპტოპი სენსორული ეკრანით, პრემიუმ ტიპის მქონე დიზაინით, HDMI პორტით, მანათობელი კლავიატურით ან სტილუსის მხარდაჭერით, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ არჩევანის გაკეთება, რომელი ფუნქციიდან გსურთ ყველაზე მეტი სარგებლის მიღება და რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშნელოვანი.

საუკეთესო ბიუჯეტური ლეპტოპების ხსენებისას არ უნდა გამოგვრჩეს Chromebook-ებიც. უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში, მყიდველებისთვის საუკეთესო ღირებულების მქონე მოწყობილობებია, რომლთა შეძენაც $500 დოლარამდე სურთ, თანაც აღნიშნული ლეპტოპები უკეთეს სპეციფიკაციებს, ფუნქციებს და აწყობის ხარისხს, გვთავაზობენ ვიდრე Windows-ის ლეპტოპების უმეტესობა აღნიშნულ საფასო კატეგორიაში.

1. Asus Chromebook Flip CX5

Chromebook Flip CX5 საკმარისად გამძლეა იმისათვის, რომ გაუძლოს ყველა სახის რყევასა და რხევას ზურგჩანთაში მას ასევე აქვს უნიკალური ხავერდოვანი ტექსტურა, რომელიც ძალიან სასიამოვნოა შესახებად. ამას დაამატეთ პორტების ფართო არჩევანი, გლუვი და კომფორტული კლავიატურა, ნათელი ეკრანი და თქვენ მიიღებთ CX5.

ლეპტოპის შესრულება შთამბეჭდავია. კერძოდ კი მისი ბატარეის ხანგრძლივობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, ადვილად უძლებს საშუალო დატვირთვით ერთ სრულ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ CX5 არ არის სრულყოფილი მოწყობილობა, ის ერთ-ერთი საუკეთესოა, 700$-ზე ნაკლები კატეგორიაში. მთლიანობაში, მომხმარებლებს, რომლებსაც არ აწუხებთ Chrome OS, არ დარჩებიან იმედგაცრუებული აღნიშნული მოწყობილობით.

2. Acer Chromebook Spin 713

თუ თქვენ უფრო ტრადიციულ Chromebook-ს ანიჭებთ უპირატესობას Acer Chromebook Spin 713 არის ხელმისაწვდომი ვარიანტი, რომელიც სრულიად შესანიშნავია. მას აქვს 3:2 გაფართთოების ეკრანი, რომელიც იძლევა მკვეთრ და ნათელ გამოსახულებას. მისი უნიკალური ეკრანის გარდა. ლეპტოპს გამორჩეულს ასევე მისი მრავალი სხვა ძლიერი მხარეც გამოარჩევს, მათ შორის შესანიშნავი კლავიატურა, ბატარეის კარგი სიცოცხლის უნარიანობა და პორტის ყოვლისმომცველი არჩევანი, მათ შორის HDMI, გარდა USB-C-ისა, USB-A და microSD სლოტი.

3. Asus Chromebook Detachable CM3

თუ მოგწონთ მოხსნადი ფორმის ფაქტორი, მაგრამ გსურთ არც თუ ისე დიდი თანხის დახარჯვა შეგიძლება Asus Chromebook Detachable CM3 თქვენთვის კარგი არჩევანი იყოს. CM3 არის 10.5 დიუმიანი 16:10 თანაფრდობის ეკრანის მქონე Chrome OS ტაბლეტი. მნიშვნელოვანია აქვე არ გამოგვჩეს ისიც, რომ CM3-ის სადგამი იკეცება რამდენიმე გზით: შეგიძლიათ მისი სიგრძეზე დაკეცვა, რათა ტაბლეტი ლეპტოპის მსგავსად მაღლა დადგეს ან მოკლედ დაკეცოთ და ტაბლეტი ჰორიზონტალურად აწიოთ. გარდა ამისა, მას გააჩნია ჩაშენებული USI სტილუსი. რაც შეეხებაბატარეის ხანგრძლივობას ის ასევე საკმაოდ შთამბეჭდავია, რადგან მისი მუშაობა 13 საათამდე შეგიძლიათ უწყვეტად.

4. HP Pavilion Aero 13

თუ თქვენ ეძებთ ბიუჯეტურ Windows ლეპტოპს, რომელიც უფრო თხელი და მსუბუქია ვიდრე Envy x360 და ამავე დროს უზრუნველყოფს მსგავსი კატეგორიის საუკეთესო შესრულებას, მაშინ HP Pavilion Aero 13 კარგი არჩევანია თქვენთვის. მას აქვს ძლიერი რვა ბირთვიანი Ryzen პროცესორი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პროცესორი თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის, რომლის მიღებაც შეგიძლიათ. ის არა მხოლოდ კარგად მუშაობს, არამედ წარმოუდგენლად მსუბუქია მხოლოდ 997 გრამს იწონს და გააჩნია კაშკაშა 16:10 თანაფარდობის ეკრანი. ლეპტოპი ასევე გამორჩეულია ბატარეის გამძლეობით – საშუალო დატვრთვით იგი თითქმის 11 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს.

თუმცა HP-ს მოუწია რამდენიმე კომპრომისზე წასასვლელად აღნიშნულ საფასო კატეგორიაში უპირატესობის მისაღწევად. კერძოდ კი აღნიშნულ მოდელზე აუდიო სისტემა მის კონკურენტებთან შედარებით არც თუ ისე დახვეწილია. მაგრამ Pavilion Aero 13 შესანიშნავია თითქმის ყველა სხვა თვალსაზრისით და არ გაგიცრუებთ იმედებს, თუ ეძებთ ფუნქციურ, ბიუჯეტურ Windows კომპიუტერს.

5. Samsung Galaxy Chromebook 2

თუ ეძებთ ხელმისაწვდომ Chromebook-ს, რომელიც მნიშვნელოვნად გამოირჩევა დანარჩენებისაგან მაშინ Galaxy Chromebook 2 თქვენს სიაში უნდა იყოს. ის ხელმისაწვოდმია მათ შორის წითელ ფერშიც (ისევე როგორც ჩვეულებრივი ნაცრისფერშიც). ლეპტოპს ასევე გააჩნია სენსორული კონვერტირებადი სტილუსის მხარდაჭერა (თუმცა სამწუხაროდ მას სტილუსი არ მოყვება).

დიზაინის გარდა, Galaxy Chromebook 2 მოიცავს შესანიშნავი QLED პანელს, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანი, რომელსაც Chromebook-ზე შეხვდებით. თქვენ ასევე მიიღებთ სოლიდურ კლავიატურას, ბატარეის ღირსეულ ხანგრძლივობას ( საშუალოდ 7 საათი და 21 წუთი უწყვეტი მუშაობით) პორტებს, რომელებიც მოიცავს ორ USB-C პორტს, microSD სლოტს და ყურსასმენის ჯეკს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო Chromebook, რომლის შეძენაც შეგიძლიათ და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო იაფი ლეპტოპი.

6. Lenovo Chromebook Duet 3

Duet 3-ს არის შესანიშნავი, პატარა ბიუჯეტური ლეპტოპი, მაგნიტური მოსახსნელი კლავიატურით და სადგამით. ტაბლეტის ეკრანი მხარს უჭერს USI სტილუსებს, თუმცა სტილუსი მის ფასში არ შედის. თუმცა, კლავიატურა მოყვება, ისევე როგორც სადგამი, რაც საკმაოდ მყარ პაკეტს ქმნის 400$-მდე ფასით.

მიუხედავად იმისა, რომ Duet 3-ის სამუშაო გამოყენებისთვის მოხმარება არც თუ ისე კარგი აზრია მიუხედავად ამისა ის საკმაოდ გამოსადეგია სოციალური მედიისთვის და მულტიმედიის სანახავად. მას აქვს მკვეთრი, ნათელი, 11 დიუმიანი ეკრანი, ამავე დროსკლავიატურა და სენსორული პანელი საოცრად კომფორტულია.

7. Lenovo ThinkBook 13S

Lenovo ThinkBook 13S ძალიან ჰგავს Lenovo-ს მაღალი დონის ThinkPad ლეპტოპებს. მაგრამ ეს ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ვერსია გახლავთ, რადგან ThinkPads მოდელები ამჟამად $900-დან იწყება. აღნიშნულ ლეპტოპს გააჩნია მათ შორის პორტების გულუხვი არჩევანი, რომელიც მოიცავს მათ შორის Thunderbolt 4-ს. მოწყობილობა მოკლებულია ThinkPad ხაზის მხატვრული უნარებით, მაგრამ გააჩნია იგივე ფუნქციონირება და მაღალი ხარისხის კონსტრუქცია. თუ თქვენ ეძებთ $900-მდე Windows ლეპტოპს ბიზნესისთვის, ThinkBook აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სიაში.

8. Acer Swift 3X

ბევრი საუკეთესო იაფი ლეპტოპი შეიძლება იყოს კარგი არჩევანი სასკოლო სამუშაოებისთვის მაგრამ Acer Swift 3X განკუთვნილია შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, რომლებიც ყიდულობენ ბიუჯეტურ ლეპტოპს. Intel-ის Iris Xe Max-ით აღუჭრვილი Swift 3x, არ არის განკუთვნილი ინტენსიური თამაშებისთვის, მაგრამ შეუძლია ხელი შეუწყოს მოყვარულ შემქმნელებს და სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ ფოტოებსა და ვიდეო ედითინგში. მათ, ვისაც სურს ყველაზე იაფი მოდელი, შეუძლია ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორით შეიძინოს, რომელიც მოგცემთ დიდ გამოცდილებას (რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია $700-ზე ნაკლები).

ლეპტოპი სულ რაღაც 1.300 ფუნტზე მეტს იწონის, შესაბამისად ბევრად უფრო ადვილია მისი ტარება, ვიდრე სხვა მძიმე სამუშაოზე ორიენტირებული ლეპტოპების უმეტესობა.

9. Microsoft Surface Go 3

Surface Go 3, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია 500 დოლარზე ნაკლებ საფასო კატეგორიაში, არის 10,5 დიუმის მქონე ტაბლეტი, რომელიც საუკეთესოა ახალგაზრდა სტუდენტებისთვის ან ნებისმიერი, ვისაც სჭირდება პატარა მოწყობილობა მუდმივი გამოყენებისთვის. ის გვთავაზობს იმავე შესანიშნავ აწყობის ხარისხს და პრემიუმ დიზაინს, როგორც Microsoft-ის ცნობილი Surface ხაზი, მაგრამ მას გაცილებით დაბალი ფასი აქვს.

Windows 11 საკმაოდ კარგად მუშაობს აღნიშნულ მოწყობილობაზე, კერძიდ კი Snap Assist გამოსადეგია აპებისა და ჩანართების ზომის დაყენებისთვის პატარა ეკრანზე. მაგრამ ბატარეის ხანრგძლივობა მას არც თუ ისე ხაგრძლივი აქვს ა,მიტომ დარწმუნდით, რომ არ დაგჭირდებათ ამ მოწყობილობის დიდი ხნით შორს გამოყენება, თუ მის ყიდვას აპირებთ.

Comments are closed.