Microsoft-მა აზერიბაიჯანში წარმომადგენლობითი ოფისი დახურა

გლობალური IT გიგანტი კომპანია Microsoft აზერბაიჯანში რეგიონალურ ოფისს ხურავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ინტერნეტ ფორუმის პრეზიდენტმა ოსმან გუნდუზმა გააკეთა. მისი თქმით, Microsoft-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანში და მისი თანამშრომლების უმეტესობამ მუშაობა უკვე შეწყვიტა.

“უფრო სწორად, ისინი გაათავისუფლეს. ჩვენი მეგობრები, რომლებსაც ამ სექტორში მრავალი წლის განმავლობაში ვიცნობდით, Microsoft აზერბაიჯანში აღარ მუშაობენ. როგორც ჩანს, Microsoft-მა ამ თანამშრომლებს სხვა ქვეყნების ოფისებში მუშაობა არ შესთავაზა”

გუნდუზის თქმით, ეს სიტუაცია აზერბაიჯანის მთავრობისთვის, მათ შორის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროსთვის, მოწმენდილი ცაზე ჭექა-ქუხილის გავარდნას ჰგავს: „მიუხედავად იმისა, რომ HP-ის ოფისი ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ დაიხურა, Microsoft-ის წასვლა არავინ იწინასწარმეტყველა. ეს კომპანია არის გლობალური ინფრასტრუქტურა, რომელიც გავლენას ახდენს და მართავს IT გარემოზე მთელს მსოფლიოში, ხელს უწყობს ინოვაციებს და გავლენას ახდენს მთლიან მსოფლიო წესრიგზე. მისი გამგზავრება აზერბაიჯანიდან უბრალოდ წარმოუდგენელია.”

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Microsoft-ის აზერბაიჯანის ბაზრიდან გასვლამ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობა უნდა შეაშფოთოს და გამოხმაურება გამოიწვიოს. კომპანიას ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია აზერბაიჯანის ოფისის დახურვის შესახებ. ასევე არ ვრცელდება დეტალები კომპანიის ქვეყნის ბაზრიდან გასვლის მიზეზებზე.


პროდუქციის შეთავაზება: არსონის ბრენდის ბლუთუზ დინამიკი მოდელი AN-1225C

  • ფერი: შავი
  • კავშირის ტიპი: უკაბელო და სადენიანი
  • 12 ინჩიანი დინამიკი
  • მოყვება ნივთები: ერთი პულტი, ერთი უკაბელო მიკროფონი და ერთი 15V ადაპტერი
  • სიმძლავრე: 2000 ვატი
  • ორი ერთში ფუნქციის მხარდაჭერა
  • მეხსიერების ბარათის სლოტით (Micro SD), AUX გამომავალი, USB პორტით, რადიო
  • Bluetooth ვერსია: 5
  • გამაძლიერებლის სიმძლავრე: 20 ვატი
Comments are closed.