Samsung-ის მიერ წარმოებული Exynos ჩიპსეტი კარგავს ადგილს Qualcomm-თან კონკრენციაში. წელს მხოლოდ ევროპულმა რეგიონმა მიიღო Exynos 2200 ჩიფსეტის მქონე Galaxy S22 სერიის სმარტფონები, დანარჩენი რეგიონის მოდელები კი Snapdragon 8 Gen 1-ით იყვნენ აღჭურვილი.
რამდენიმე დღის წინ კი Qualcomm-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიანო ამონმა განაცხადა, რომ S22 სერიის სამრტფონების 75% აღჭურვილი იყო Snapdragon ჩიპსეტით. ის ასევე ვარაუდობს, რომ ეს პროპორცია მომავალ წელს გაიზრდება, რაც ანალიტიკოსების მტკიცებას ადასტურებს, რომ Galaxy S23 სერია ექსკლუზიურად გამოიყენებს მხოლოდ Snapdragon 8 Gen 2-ს. „ამჟამინდელი შეთნახმებით Galaxy S22 სმარტფონების 75% ჩვენივე ჩიფსეტითაა დამზადებული. თქვენ უნდა იფიქროთ იმაზეც, რომ ჩვენ ვიქნებით ბევრად უკეთეს პოზიციაზე Galaxy S23 სერიაში“, – განაცხადა ამონმა. რომ ჩავუღრმავდეთ მის ნათქვამს, ის არ ამტკიცებდა, რომ ეს იქნება სმარტფონების 100%, მაგრამ არ არის დიდი განცხსვავება 75% და 100% შორის.
“Qualcomm-ის პარტნიორობა Samsung-თან გაფართოვდება კერძოდ კი ეს აისახება სმარტფონებში, Galaxy books სერიაში, Windows PC-ში, ტაბლეტებში, მომავლის გაფართოებული რეალობის მოწყობილობებსა და სხვა დივაისებში“, – თქვა ამონმა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორმა კომპანიამ გაახანგრძლივა საპატენტო ლიცენზირების ხელშეკრულება 2030 წლამდე, რომელიც მოიცავს 3G, 4G, 5G და 6G სფეროში თანამშრომლობას.
ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ ყველას დაგვებადება შეკითხვა – კი მაგრამ Exynos რა ბედი ეწევა? სამსუნგის თქმით, საჭიროა მისი რეორგანიზაცია. მოკლევადიან პერსპექტივაში, კომპანია შეეცდება განავითაროს Exynos-ის საშუალო დონის და საწყისი დონის ჩიპები. შედეგად, სავარაუდოა რომ ის მხოლოდ სამსუნგის ბიუჯეტურ სმარტფონების შემდაგნელობაში დარჩეს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა ინსაიდერების მიერ ცნობილია, რომ Samsung-მა შეკრიბა გუნდი ახალი სმარტფონის ჩიპსეტის შესაქმნელად. უკანასკნელს კი შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. შედეგად მოსალოდნელია, რომ Galaxy S სერია სამსუნგის ახალი თაობის ექსკლუზიურ ჩიფსეტს მხოლოდ 2025 წლიდან გამოიყენებს.