ისტორიაში პირველად კომპანია Samsung-ი ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს ონლაინ რეჟიმში წარადგენს

MWC-ის გაუქმების გამო უამრავი სმარტფონის მწარმოებელი შეეჩვია უკვე მათი მოწყობილობების ონლაინ რეჟიმში წარდგენას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Samsung-მა Galaxy S20 სერიის წარდგენა გლობალური პანდემიის დროს მაინც შეძლო, სამწუხაროდ იგივეს უკვე მის მომდევნო ღონისძიებაზე ვეღარ შეძლებს.

კორეული გამოცემების თანახმად, Samsung-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ Covid-19 -ით გამოწვეული პრობლემებისა და უსაფრთხოების დაცვის გამო მათი ახალი ფლაგმანური სმარტფონები ისტორიაში პირველად მათ ონლაინ რეჟიმში წარადგინონ. ასევე გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მიმდინარე ღონისძიებაზე Galaxy Note20 სერიის პრეზენტაციას შეუერთდება Galaxy Fold 2-იც.

რაც შეეხება ღონისძიების ონლაინ რეჟიმში წარმართვის თარიღს, ამის შესახებ ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა სავარაუდოა, რომ ახალი ფლაგმანური სმარტფონების წარდგენა ტრადიციულად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ვიხილოთ.

Comments are closed.