კომპანია Samsung 2027 წლიდან 1.4ნმ ჩიპსეტების წარმოებას დაიწყებას

Samsung-ის ჩიპების წარმოების საგზაო რუკის მიხედვით, 2025 წელს უნდა ველოდოთ 2 ნმ ჩიპსეტებს, ხოლო 2027 წლიდან კი 1.4 ნმ ზომის. ამ პერიოდში სამსუნგი გეგმავს თავისი ჩიფსეტების პორტფოლიოს 50%-ით გაფართოებას რომელიც მოიცავს არამობილურ ჩიპებს, როგორიცაა მაგ. მაღალი ხარისხის გამოთვლითი ჩიპები ან საავტომობილო ინდუსტრიაში გამოყენებული. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ Samsung გაასამმაგებს თავის მოწინავე კვანძების წარმოებას.

Samsung შეძლებს ამის გაკეთებას სრულიად ახალ სტრატეგიაზე გადასვლით, სახელწოდებით Shell-First. ეს არსებითად ნიშნავს, სამომავლო საწარმოების გაფართოებებს პირველ რიგში ე.წ clean rooms მშენებლობაზე იქნება ორიენტირებული. ეს არის თავად შენობა ჩიპების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე. ეს საშუალებას მისცემს ტექნოლოგიურ გიგანტს იყოს უფრო მოქნილი თავისი მომავალი წარმოებით და სწრაფად განაახლოს საწარმოო ხაზები.

Comments are closed.