დასაკეცი სმარტფონების ბაზარი ნელი ტემპით, მაგრამ დამაჯერებლად იზრდება და ეს აისახება გაყიდვების მოცულობაზეც. TM Roh-ის ახალ ბლოგ-პოსტში – Samsung Mobile-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დასაკეცი სმარტფონების ინდუსტრიამ 2021 წელს თითქმის 10 მილიონი ერთეულის გაყიდვით შემოიფარგლა. ეს მაჩვენებელი 300%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და ის თვლის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალ წლებშიც. ის ასევე ფიქრობს, რომ დაკეცვითი მოწყობილობები ფართოდ გავრცელდება და უფრო დიდ ადგილს შეიძენს სმარტფონების საერთო ბაზარზე.
Roh-ის თქმით გასულ წელს Galaxy-ის დასაკეცი სმარტფონებიდან მომხმარებელთა 70%-მა Z Flip3 აირჩია, რომელიც ყველაზე პოპულარული დასაკეცი სმარტფონია მწარმოებლისგან. მეორეს მხრივ, Z Fold3 არის არჩევანის უპირატესი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ სმარტფონში მრავალი დავალების შესრულება და სჭირდებათ დიდი ეკრანის გამოცდილება.
მომავლის გათვალისწინებნით, Roh-ის თქმით, Samsung-მა ყველა დეტალში წინსვლა განიცადა მის მომავალ დასაკეცი მოწყობილობებში, რომელთა დებიუტი 10 აგვისტოს იგეგმება Galaxy Unpacked-ის მომდევნო კონფერენციაზე.