2023 წლის 10 იანვრიდან Microsoft ოფიციალურად შეწყვეტს Windows 8.1-ის მხარდაჭერას

Microsoft ემზადება Windows 8.1-ის მომხმარებლებისთვის შეტყობინების გასაგზავნად იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ოპერაციული სისტემის მხარდაჭერა 2023 წლის 10 იანვარს დასრულდება. პროგრამული გიგანტი დაიწყებს შეტყობინებების გაგზავნას არსებულ Windows 8.1 მოწყობილობებზე მომავალი თვიდან.

Microsoft Will Abandon Windows 8 Completely Next Week

შეტყობინებები მსგავსი იქნება Microsoft-ის მიერ წარსულში Windows 7-ის მომხმარებლების მხარდაჭერის დასრულების თარიღების შესახსენებლად. Microsoft-მა თავდაპირველად Windows 8-ის მხარდაჭერა 2016 წელს დაასრულა, მაგრამ Windows 8.1-ის განახლება სრულად შეწყვეტს მხარდაჭერას უკვე 2023 წლის იანვარიდან.

Windows 8.1-ის მიუხედავად, Windows 8-ის ეპოქა ერთ-ერთი იქნება, რომელიც ბევრ მომხმარებელს სურს დაივიწყოს. Microsoft ცდილობდა ვინდოუსის მოდერნიზებას iPad-ის კონკურენციის პირობებში, შედეგად კი მან საბოლოოდ ბევრი ლოიალური მომხმარებლის დაკარგვა გამოიწვია. მას შემდეგ კი კომპანიამ Windows 10 წარადგინა 2015 წელს და წარულს ჩააბარა Windows 8-ის მრავალი ყველაზე თამამი ცვლილება, ხოლო Windows 11 კიდევ უფრო შორს წავიდა.

Comments are closed.