Samsung-ის Galaxy S23 სერიებს შესახებ ბოლო დროის განმავლობაში სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრმა ინფორმაციამ გაჟონა, რაც ბუნებრივია გვაფიქრებინებს, რომ სმარტფონების ოფიციალური წარდგენა უკვე ახლოსაა.
არა ერთი, არამედ ორი ზოგადად სანდო ინსაიერის თანახმად, Galaxy S23-ის წარდგენა 1 თებერვალს გაიმართება. ეს რვა დღით ადრეა S22 მოდელების შარშანდელ წარდგენასთან შედარებუთს. მიუხედავად იმისა, რომ ეს, თარიღი არ არის ოფიციალური ინფორმაცია, თუ ეს ზუსტია, მაშინ ჩვენ ველით, რომ Samsung გამოაქვეყნებს ოფიციალურ თიზერს ღონისძიებისთვის მომდევნო რამდენიმე დღეში ან კვირაში.
Galaxy S23 ცოტა ხნის წინ დააფიქსირეს Geekbench-ზეც. ყველა S23 მოწყობილობა აღჭურვილი იქნება Qualcomm-ის Snapdragon 8 Gen 2 SoC-ით, რაც შესამჩნევი ცვლილებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმ ბაზრებზე ცხოვრობენ, სადაც ადრე მხოლოდ Exynos-ის მოდელები იყიდებოდა.
პროდუქციის შეთავაზება: არსონის ბრენდის ქართულენოვანი კლავიატურა მოდელი AN-K1