თქვენ ალბათ გსმენიათ Apple-ის გეგმების შესახებ ელექტრომობილების ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით, რომელსაც “პროექტი ტიტანი” ჰქვია. თუმცა ახლა ირკვევა, რომ პროექტში მონაწილე ყოფილმა ინჟინერმა მოიპარა სენსიტიური ინფორმაცია ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებელ Xpeng-ში სამუშაოდ წასვლამდე.
თავდაპირველად, Xiaolang Zhang, Apple-ის ყოფილმა თანამშრომელმა, უდანაშაულოდ ცნო 2018 წელს, როდესაც დაადანაშაულეს ავტონომიური მანქანის მიკროსქემის 25 გვერდიანი სქემის ქურდობაში. თუმცა ახლა მან მიიღო შეთანხმება აშშ-ს სასამართლოსთან და შეცვალა ბრალის აღიარება. შეთანხმების პირობები საჯარო არ არის, მაგრამ მას შესაძლოა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 250 000 დოლარამდე ჯარიმა დაემუქროს. ფაქტობრივი სასჯელი ნოემბერში გამოცხადდება.