კომპანია Apple-ი ამერიკელ თანამშრომლებს ანაზღაურებას გაუზრდის. გადაწყვეტილების მიზეზად მკვეთრად გაზრდილი ინფლაცია და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება დასახელდა.
ამიერიდან, კომპანიის ამერიკული გუნდის წევრების საათობრივი ანაზღაურება 22 დოლარი ან მეტი იქნება, რაც 45%-იანი ნახტომია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით.
„წელს ჩვენ ვზრდით საერთო კომპენსაციის ბიუჯეტს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ინიციატივა ძალაში ივლისის დასაწყისში შევა.
შეგახსენებთ, რომ Apple-ის მსგავსად, წელს ანაზღაურების პირობები Google-მა და Microsoft-მაც შეცვალეს. მიზეზად კი პროფესიონალი კადრების შენარჩუნება სახელდება.