ვერ გადაწყვიტეთ რომელი ფორმის Gaming მონიტორი შეიძინოთ ბრტყელი თუ მრუდი? Corsair ფიქრობს, რომ მას შეუძლია გადაჭრას თქვენი პრობლემა Xeneon Flex 45WQHD240: მოქნილი OLED სათამაშო მონიტორის დახმარებით, რომელიც შეგიძლიათ სიტყვასიტყვით ხელით მართოთ მისი ეკრანის ფორმები.
აღნიშნული მონიტორის ტრანსფორმირებადი ფუნქციია LG Display-ის W-OLED პანელის წყალობითაა, რომელთანაც Corsair მჭიდროდ თანამშრომლობდა Xeneon Flex-ის შესაქმნელად. საინტერესოა, რომ LG Display-ის პროტოტიპისგან განსხვავებით, რომელიც აჩვენა გასულ წელს CES-ზე, რომელიც იყენებდა ძრავებს ბრტყელ და მრგვალ რეჟიმებს შორის გადასაყვანად, Corsair-ის მონიტორის ხელით მომართვა შესაძლებელი მარცხენა და მარჯვენა მხრიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაარეგულიროთ მონიტორის მარცხენა და მარჯვენა მხარეების მრუდი.
მონიტორი საინტერესო კონცეფციაა, რადგან Flex და ბრტყელი ეკრანები, როგორც წესი, უკეთესია სხვადასხვა საკითხებში. ზოგიერთი ადამიანი პროდუქტიულობისთვის უპირატესობას ანიჭებს ბრტყელ ეკრანებს, რადგან ისინი აჩვენებენ ნაკლებად დამახინჯებულ სურათს, მაგრმას ზოგს მოსწონს ჩაძირვის გრძნობა, რომელიც შეიძლება შემოგვთავაზოს მოხრილმა ეკრანმა, განსაკუთრებით თამაშებისთვის, რადგან სწორი ზომისა და მანძილზე ეკრანი ავსებს მთელ თქვენს პერიფერიულ ხედვას.
სხვა სპეციფიკაციების თვალსაზრისით, Corsair-ის მონიტორუ არის 45 დიუმიანი 21:9 ულტრაფართო პანელი, 240Hz განახლების სიხშირთ და მაქსიმალური სიკაშკაშით 01000 nits. . იგი მხარს უჭერს როგორც Nvidia-ს G-Sync-ს, ასევე AMD-ის FreeSync Premium-ის ცვლადი განახლების სიჩქარის ტექნოლოგიებს, ასევე გააჩნია წინა და უკანა კონექტორების ერთობლიობა, მათ შორის HDMI, DisplayPort, USB-C, USB-A და ყურსასმენის ჯეკი.
Corsair-ის Xeneon Flex არ არის მსოფლიოში პირველი, რადგან ჩინურმა ტელევიზორის მწარმოებელმა Skyworth-მა გასულ წელს წარადგინა საკუთარი მოქნილი ტრანსფორმაციული ტელევიზორი, მაგრამ ახალ მონიტორს აქვს ღირსეული შანსი იყოს ერთ-ერთი პირველი ასეთი მოწყობილობა, რომელიც გლობალურ გაყიდვებს იხილავს. სამწუხაროდ, ჯერ არ არის ნათქვამი, როდის შეიძლება იყოს ეს, ან რამდენს შეიძლება ველოდოთ პრივილეგიისთვის. Corsair ამბობს, რომ მეტი ინფორმაცია გაშვების, ხელმისაწვდომობისა და საბოლოო სპეციფიკაციების შესახებ გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს.