რამდენიმე დღის წინ Facebook-მა ახალი საკმაოდ არსებითი ცვლილების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია უპირველეს ყოვლისა, მთავარ გვერდს, რომელსაც ხედავთ აპლიკაციის გახსნისას, ახლა ეწოდება Home, რაც ლოგიკურია და საკმაოდ დაგვიანებული სიახლეა. მაგრამ ეს არ არის დიდი ცვლილება
დიდი სიახლე ის გახლავთ, რომ აპლიკაციაში ახლა ამიერიდან იქნება დამატებითი ჩანართი, სახელწოდებით Feeds. და ეს ჩანართი დალაგებულია საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. გვერდის ჩანართს ექნება საკუთარი ფილტრი – სოციალური ქსელი კი მასში განახებთ ყველაფერს უბრალოდ თქვენი მეგობრებიდან, ჯგუფებიდან, გვერდებიდან ან რჩეულებიდან – ეს არის იმ მეგობრებისა და გვერდების კურირებული სია, რომლებიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.
რაც შეეხება Home feed-ს, Facebook ახლა მას პოზიციონირებს, როგორც „უფრო აღმოჩენის ძრავას, რომ იპოვოთ და მიჰყვეთ ახალ კონტენტს და შემქმნელებს რეკომენდაციების მეშვეობით“. ამის საპირწონეა Feeds, სადაც შედიხართ „კონტენტზე წვდომისათვის იმ ადამიანებისა და თემებიდან, რომლებთანაც უკვე ხართ დაკავშირებული“.
ახალი Home და Feeds ჩანართები ხელმისაწვდომი იქნება თავდაპირეველად Facebook-ის მომხმარებელთა მცირე ქვეჯგუფისთვის iOS-ზე და Android-ზე. დანარჩენი მომხმარებლები კი Facebook-ზე ახალ სიახლეს მომდევნი კვირებში მიიღებს.
გასათვალისწინებელია რომ, რომ მალსახმობების ზოლი, რომელშიც განთავსებულია ეს ჩანართები, არის Facebook-ის აპის ქვედა ნაწილში iOS-ზე და ზემოთა ნაწილში Android-ზე. მალსახმობების ზოლში ჩანართები შეიცვლება აპლიკაციის იმ ნაწილების მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მეტად იყენებთ, მაგრამ შეგიძლიათ პერსონალიზირება და ჩამაგრება ჩანართების თქვენს მალსახმობების ზოლში, რითაც მათი განთავსება მუდმივი გახდება, თუ გსურთ.