როგორც იცით, Samsung-მა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ახალი დასაკეცი სმარტფონები Galaxy Z Fold4 და Galaxy Z Flip4, ხოლო შემდეგი ფლაგმანური კლასის სმარტფონები, რომლებიც კორეული ბრენდი გამოაქვეყნებს არის Galaxy S23 სერიის სმარტფონები, რომლებიც სავარაუდოდ ხელმისაწვდომი იანვარში ან თებერვალში გახდება. ინსაიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Galaxy S23 Ultra აღჭურვილი იქნება Qualcomm-ის 3D Sonic Max თითის ანაბეჭდის სკანირების სენსორით.
თუმცა ეს არ არის ახალი სენსორი. აღნიშნული სენსორი ვიხილეთ iQOO 9 Pro-სა და vivo X80 Pro-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ Samsung Galaxy S23 Ultra-ს ექნება უფრო სწრაფი თითის ანაბეჭდის წამკითხველი, რომელსაც აქვს უფრო დიდი სკანირების არეალი.
გაურკვეველია ასევე გამოიყენებს თუ არა Samsung თითის ანაბეჭდის ამ ახალ სკანერს ყველა Galaxy S23 სმარტფონზე, თუ ეს იქნება მხოლოდ Galaxy S23 Ultra, რომელიც მიიღებს განახლებას. იმედია ამას უახლოეს თვეებში გავარკვევთ.