სოციალურ ქსელ Twitter-ზე ინსაიდერმა Ice Universe-იმ, მომავალი წლის Samsung Galaxy S23 Ultra-ს შესახებ რამდენიმე ტექნიკური ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, აღნიშნულ სმარტფონს 5000 mAh ბატარეა ექნება , იგივე სიმძლავრუს, რასაც ახლა S22 Ultra-ზე ვხვდებით. სმარტფონი ასევე აღჭურვილი იქნება Snapdragon 8 Gen 2-ით, რომელიც კიდევ უფრო ენერგო ეფექტური იქნება 8+ Gen 1-თან შედარებით.
როგორც გასულ დღეებში რამდენიმე ინსაიდერმა გაავრცელა ინფორმაცია ასევე არსებობს ძალიან კარგი შანსი, იმისა რომ S23 სერია გამოიყენებს მხოლოდ Snapdragon ჩიფსეტებს ექსკლუზიურად, ხოლო სამსმუნფი Exynos რეორგანიზაციას ჩაუტარებს და შეეცდება შექმნას უფრო კონკურენტუნარიანი ფლაგმანური ჩიპსეტი.
თუ ბატარეის სიმძლავრე იგივეა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამსუნგი ინარჩუნებს 45 W დამუხტვას, როგორც ეს S22 Ultra-ზეა? ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ დამუხტვის სიჩქარე მაინც შეიძლება გაიზარდოს. მაგალითად, მოსალოდნელია, რომ Galaxy Z Fold4-ს ექნება 25W დამუხტვის იმძლავრე, ისევე როგორც მისი წინამორბედს, მაგრამ ის უფრო სწრაფად უნდა დაიმუხტოს, ნახევარ საათში 50%-მდე.
Ice Universe-ის თქმით S23 Ultra აღჭურვილი იქნება 200 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორით. ინსაიდერის განცხადებით ეს არ არის არც 1/1.22″ 0.64 μm HP1 და არც 1/1.4″ 0.56 μm HP3, რადგან ახალი ფლაგმანური სმარტფონი გამოიყენებს ISOCELL HP2, სენსორს 0.60 μm პიქსელით.