Bloomberg: მომავალი წლიდან iPhone 15 USB-C პორტით იქნება აღჭურვლი მაგრამ “მხოლოდ დროებით”

Apple რომ მომავალი წლიდან iPhone 15 სერიის სმარტფონებს USB-C პორტით აჭურვის – ამაში დარწმუნებულია Bloomberg-ის ანალიტიკოსი მარკ გურმანი და წერს რომ: „iPhone 15 არსებითად არის შესალებლობა USB-C-ის მისაღებად 2023 წლის შემოდგომაზე”

iPhone 14 სერია უნდა იყოს ბოლო iPhone-ების ოჯახში, რომელიც Lightning პორტით იქნება აღჭურვილი. ევროკავშირის ახალი კანონი ტექნიკურად ვრცელდება ახალ პორტატულ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც გაიყიდება 2024 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ასე რომ Apple-ს შეუძლია შეაჩეროს Lightning პორტის გაუქმება კიდევ ერთი წელის განმავლობაში. მაგრამ გურმანი თვლის, რომ კუპერტინოელებმა შესაძლოა ბოლო მომენტს არ დაელოდონ.

Power On: Apple’s move to USB-C is just a stopgap until its wireless future. Also: thoughts on Google’s latest Pixel devices, more on the iPad Pro and Stage Manager and another Apple Car departure https://t.co/UjyUw5jb2n— Mark Gurman (@markgurman) October 9, 2022

სინამდვილეში, ანალიტიკოსი წერს, რომ სტანდარტული iPad, Apple-ის ბოლო დარჩენილი ტაბლეტი იქნება, რომელსაც Lightning პორტი ექნება და გადავა USB-C-ზე მიმდინარე წლის ბოლოს. შემდეგ კი iPhone 15 სერია იგივეს გააკეთებს მომავალ წელს.

ეს არ არის ერთადერთი Apple მოწყობილობები, რომლებიც იყენებენ Lightning პორტს – რა თქმა უნდა არის, AirPods-ებიც, მაგრამ ასევე აღნიშნული პორტი აქვთ პერიფერიულ მოწყობილობებს, როგორიცაა Magic Mouse, Magic Keyboard და Magic Trackpad. ისინი თანდათან გადადიან USB-C-ზეც.

Complete Guide To Apple MagSafe: What Is MagSafe? | Macworld

ზოგიერთი მოწყობილობა, როგორიცაა Apple’s Magic Keyboard, ასევე იყენებს Lightning-ს დასატენად ევროკავშირის კანონი კონკრეტულად ათავისუფლებს მოწყობილობებს, რომლებიც მხოლოდ უსადენო დამუხტვას უჭერენ მხარს – როგორიცაა Apple Watch. გურმანი თვლის, რომ Apple-ის მიერ USB-C-ის გამოყენება ხანმოკლე იქნება და რომ კომპანიის საბოლოო მიზანია გამოიყენოს მხოლოდ უსადენო დამუხტვა, როგორიცაა MagSafe. ანალიტიკოსის პროგნოზით, Lightning ბაზარზე უკვე ათი წელია რაც არის, მაგრამ USB-C-ით iPhone-ები თითქმის იმდენ ხანს არ დარჩებიან. მოსალოდნელია, რომ iPad-ებიც კი იგივე ბედს გაიზიარებენ.

რატომ არის Apple ასე ჯიუტად USB-C-ის გამოყენება iPhone-ებზე (როდესაც ის უკვე იყენებს iPad-ებსა და Mac-ებზე)? გურმანი ფიქრობს, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ მას Apple-ს სურს პორტის ცვლილება წარმოადგინოს როგორც საკუთარი იდეა და გადაწყვეტილება და არა ის, რაც კანონით იყო დავალებული.

Comments are closed.