საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის კომპანია Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა

დღეს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის გამოქვეყნებული ინფორმაციით, Elon Musk-ის კომპანია Starlink-ს სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია ოფიციალურად გაიარა.

“კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს”.

მანამდე შეგახსენებთ, რომ Starlink-ის წარმომადგენლობა გასულ თვეს კომუნიკაციების კომისიას ესტუმრა, სადაც მათ კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ და საქართველოში აღნიშნული კომპანიის მიერ შექმნილ ინტერნეტ ტექნოლოგიის პერსპექტივაზე ისაუბრეს.
“Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს  გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.”
საქართველოს კომუნიკაციების კომისია
Comments are closed.