რა უნდა ველოდოთ Samsung-ის Galaxy Unpacked 2023-ის კონფერენციაზე?!

Samsung-ის Galaxy Unpacked კონფერენცია თითქმის უკვე ჩვენთანაა და მიუხედავად უამრავი გაჟონვისა, რომელმაც ცნობისმოყვარეობის უმეტესი ნაწილი წაგვართვა, ის მაინც წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. დღეს კი მოდით შევაჯამოთ ყველა ის ინფორმაცია რომელიც გასუხლი წლიდან დღემდე ვრცელდებოდა ხვალიდნელ Galaxy Unpacked კონფერენციის შესახებ.

Samsung-ის Galaxy Unpacked კონფერენცია თითქმის უკვე ჩვენთანაა და მიუხედავად უამრავი გაჟონვისა, რომელმაც ცნობისმოყვარეობის უმეტესი ნაწილი წაგვართვა, ის მაინც წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. დღეს კი მოდით შევაჯამოთ ყველა ის ინფორმაცია რომელიც გასუხლი წლიდან დღემდე ვრცელდებოდა ხვალიდნელ Galaxy Unpacked კონფერენციის შესახებ.

სხვა სიახლე Unpacked 2023-ზე იქნება Galaxy Book3 სერიის ლეპტოპები. ისინი შედგება Galaxy Book3 360, Galaxy Book3 Pro, Galaxy Book3 Pro 360 და Book3 Ultra-სგან.

სამივე მოდელს ექნება 2880x1800px (16:10) Super AMOLED სენსორული ეკრანი, მანათობელი კლავიატურა, Intel-ის მე-13 თაობის პროცესორები, რომლებიც საშუალებას მისცემს ორ Thunderbolt 4 პორტს და Wi-Fi 6E დაკავშირებას. ლეპტოპებს ასევე ექნება USB-A პორტი, HDMI პორტი, აუდიო ჯეკი და microSD სლოტი.

რაც შეეხება ზომას, Galaxy Book3 360 ექნება 14 დიუმიანი ეკრანი, Galaxy Book3 Pro კი ხელმისაწდომი იქნება 14 დიუმიანი და 16 დიუმიანი ვარიანტებით, ხოლო Galaxy Book3 Pro 360 16 დიუმიანი ეკრანით იქნება აღჭურვილი. ყველა მოდელს ექნება არჩევანი Core i5-1340P-სა და Core i7-1360P-ს შორის და ექნება 16GB LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება და 1TB-მდე PCIe 4.0 SSD. გასაკვირი არ არის, რომ ყველა მოდელს ოპერაციულ სისტემად Windows 11-ს ვიხილავთ Samsung-ის Galaxy ეკოსისტემის დანამატებით, როგორიცაა Multi Control, Quick Share, Private Share და Galaxy Notes.

Galaxy Book3 Ultra-ს, სავარაუდოდ ექნება უფრო ძლიერი კონფიგურაცია 45W Core i9-13900H, Nvidia RTX 4070 GPU, 32 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება და 1TB-მდე PCIe 4.0 SSD. მას ექნება 76WH ბატარეა 136W დატენვის მხარდაჭერით.

Samsung Unpacked კონფერენცია გაიმართება 1 თებერვალს, თბილსის დროით საღამოს 22:00-ზე.


პროდუქციის შეთავაზება: არსონის ბრენდის ბლუთუზ დინამიკი მოდელი AN-8135A

  • ფერი: შავი
  • კავშირის ტიპი: უკაბელო და სადენიანი
  • 8 ინჩიანი მიკროფონი
  • მოყვება ნივთები: ერთი პულტი, ერთი უკაბელო მიკროფონი და ერთი დამტენი კაბელი
  • სიმძლავრე: 1200 ვატი
  • ორი ერთში ფუნქციის მხარდაჭერა
  • მეხსიერების ბარათის სლოტით (Micro SD), AUX გამომავალი, USB პორტით, რადიო
  • Bluetooth ვერსია: 5
  • სიმძლავრე: 10 ვატი
  • HiFi ტექნოლოგიის მხარდაჭერა (საუკეთესო ხმის გამომავალი უმაღლესი ხარისხით)
Comments are closed.