კომპანია Apple უკვე წლებია მუშაობს საკუთარ პირველ ელექტრომობილზე. ამ სუპერ საიდუმლო პროექტზე მომუშავე გუნდის უახლესი წევრი სხვა არავინაა, თუ არა ლუიჯი ტარაბორელი, რომელიც Lamborghini-თან ორი ათეული წელია მუშაობს. ბატონი ტარაბორელი იყო შასის და ავტომობილების დინამიკის უფროსი იტალიურ ავტომობილების მწარმოებელ Lamborghini-ში. ახლა კი ამიერიდან ის უხელმძღვანელებს მომავალი Apple-ის ელექტრომობილის დიზაინს.
ინტერნეტი სავსეა სპეკულაციებით, თუ როგორი იქნება Apple-ის ელექტრომობილი. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ კომპანია აშკარად აძლიერებს ძალისხმევას ეფექტური გუნდის დაქირავებით. მნიშვნელოვნაი არ გამოგვრჩეს ისიც, რომ ბატონი ტარაბორელი მუშაობდა Urus-ზე, Huracan-სა და Avantador-ზე, Lamborghini-ს ბევრ სხვა პროექტთან ერთად.
ბ-ნი ტარაბორელი შეურდება Desi Ujkashevic-ს, Ford-ის ავტომობილების უსაფრთხოების განვითარების ყოფილ ლიდერს, რომელიც Apple-მა დაიქირავა მიმდინარე წლის მაისში. Apple-ის გუნდს უკვე ჰყავს ულრიხ კრანცი, Canoo-ს ყოფილი უფროსი და BMW EV განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, ასევე სტიუარტ ბაუერსი, Tesla-ს ავტოპილოტების გუნდის ყოფილი უფროსი.
Apple ჩუმად ავითარებს არა მხოლოდ საკუთარ ელექტრომობილს, არამედ იმ ადამიანების გუნდსაც, რომლებიც მომავალ წლებში მართავენ მის ავტომობილების განყოფილებას. Tesla-ს, Rivian-ის, Waymo-ს, Volvo-სა და Mercedes-Benz-ის ზოგიერთი საუკეთესო ინჟინრები უკვე მუშაობენ პროექტებზე. ასევე Tesla-ს, McLaren-ის, Porsche-სა და Aston Martin-ის დიზაინერები ძვირფას გამოცდილებას შემატებენ გუნდის მუშაობას.
ის რაც ვიცით ელექტრომიბილის დიზაინის შესახებ არის ის, რომ იგი სავარაუდოდ 2025 წელს უნდა გამოვიდეს. მნიშნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ელექტრომობილი მგზავრებს ერთმანეთის პირისპირ მგზავრობის საშუალებას მისცემს. Apple-ის მიერ დიდი დროის დახარჯვა აღნიშნულ ელექტრომობილიზე ამართლებს ისიც, რომ კომპანიას სურს ჰქონდეს მანქანა საჭის ან სხვა კონტროლის გარეშე, რომელიც იქნება მსოფლიოში პირველი ჭეშმარიტად ავტონომიური მანქანა.