About us

ჩვენს შესახებ

არსონი-ს პროფილი

შპს ARSON Technology Co. დაფუძნდა 2018 წელს, მობილური აქსესუარების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების წარმოების მიზნით. “ARSON” – ის ბრენდი დარეგისტრირდა და დამტკიცდა როგორც მობილური აქსესუარების მწარმოებელი საქართველოში. ARSON- ის ცენტრალური მაღაზია გაიხსნა “კიდობანის მობილურების ბაზარში”, რომლის ფართობია 150 კვადრატული მეტრი. ხარისხიანი პროდუქციის წარმოების გამო, ARSON- ის შემდეგი მაღაზია გაიხსნა “ლილო მოლში”, რომლის ფართობია 50 კვ.მეტრი. ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელიც დიზაინერებთან და პროფესიონალ ჯგუფთან ერთად საქართველოში ქმნის და ავითარებს ყველა მობილურის აქსესუარს. ყველა პროდუქტი ჩინეთში მზადდება საუკეთესო და რჩეული ჩინელი მწარმოებლების მიერ. მომხმარებლების დაკმაყოფილების მიზნით, ARSON- ის ყველა პროდუქტს აქვს მოქმედი გარანტია და შესანიშნავი მხარდაჭერა პროფესიონალურად მომზადებული გუნდის მიერ. ARSON- ის პროდუქციის პორტფელში 200-ზე მეტი სახის მობილური აქსესუარია, როგორიცაა დამტენები, კაბელები, ეარპოდსები, ფოვერ ბანკები, დინამიკები და ა.შ

მენეჯრები

ჰოსეინ და აჰმად ზამანიფარებმა, ორმა ირანელმა ახალგაზრდა და ნიჭიერმა ძმამ, ბიზნესის მენეჯმენტის მაგისტრის დიპლომით, “ARSON” – ის დამფუძნებლებმა და მფლობელებმა დააარსეს მობილური აქსესუარების პირველი ბრენდი საქართველოში და უზრუნველყოფენ სპეციალური დიზაინის მქონე ხარისხიან პროდუქტებს მომხმარებლის ყველა საჭიროებისთვის. ამ სფეროში ARSON- ის დამფუძნებლების მთავარი ხედვაა პროდუქტის პორტფელის შემუშავება და ARSON ქარხნების დაფუძნება მთელ მსოფლიოში.

ჰოსსეინ ზამანიფარი

დამფუძნებელი და დირექტორი

აჰმად ზამანიფარი

დამფუძნებელი და პარტნიორი

ზაჰრა რეზაეი

ფინანსური მენეჯერი

მისია, ღირებულებები და ხედვა

მისია

ჩვენი ბიზნესის მეთოდია ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება,სრულყოფილი მომსახურებით რაც ცხოვრებას გაუმარტივებს მომხმარებელს

ღირებულებები

ARSON– ის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია მისაღები ფასი, ინოვაციური და მაღალი ხარისხის პროდუქტები. არსონი-ს პროდუქტები შექმნილია იმისათვის რომ, ცხოვრება გაამარტივონ ტექნოლოგიის სწრაფი წინსვლისა და ენერგიის დაზოგვის მიზნით.

ხედვა

როგორც ყველამ ვიცით, ბოლო წლებში ტექნოლოგია ინტეგრირდა თანამედროვე ცხოვრებაში. ARSON– ის ხედვაა ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და ცხოვრების გამარტივება. არსონის მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება, ამ მხრივ, ჩვენ ვცდილობთ გავცდეთ მობილური ტელეფონის აქსესუარების სფეროს და შევიდეთ ციფრული სახლისა და სამზარეულოს მოწყობილობების სფეროში და რაც მთავარია, საქართველოში პროდუქციის დიზაინის გარდა, მთლიანი პროდუქციის წარმოება ავამოქმედოთ