Apple-მა, App Store-ში რუსული სოციალური ქსელების აპლიკაცია წაშალა

რამდენიმე თვის წინ Apple ოფიციალურად გავიდა რუსეთის ბაზარიდან და ქვეყანაში ოპერირების განახლების გეგმები არ გაუკეთებია. მიმდინარე კვირის ორშაბათს კი, კომპანიამ ზოგიერთი ადგილობრივი აპი ამოიღო ოფიციალური App Store-დან, მათ შორის VKontakte – Facebook-ის რუსული ალტერნატივა.

ზემოთა აღნიშნული სოციალური ქსელების გარდა, Apple-მა ამოიღო სხვა აპლიკაციები იმავე დეველოპერისგან – Mail.ru, VK Music და Youla. მომხმარებლები, რომლებმაც უკვე ჩამოტვირთეს ეს აპები, კვლავ შეძლებენ მათი გამოყენებას შეზღუდვების გარეშე, მაგრამ შეტყობინებები და გადახდები აღნიშულ პლატფორმაზე ვეღარ იფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, VKontakte კვლავ ხელმისაწვდომია დესკტოპის და მობილური ბრაუზერების საშუალებით.

Apple-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც განმარტა აკრძალვის მიზეზი და ეს დაკავშირებულია უკრაინის ზოგიერთ ნაწილში ორგანიზებულ რეფერენდუმებთან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ რეფერენდუმებს უპასუხა სანქციების ახალი ტალღით რუსი ოლიგარქებისა და სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიების აღმასრულებლების წინააღმდეგ. ზოგიერთი აღმასრულებელი არის VK-დან, ამიტომ Apple ემორჩილება საერთაშორისო კანონს და შედეგად შეაჩერა დეველოპერის ანგარიში VKontakte, Mail.ru და VK Music-ისთვის.

Comments are closed.