Google-ის განცხადებით, Android 14-ს მალე სატელიტური კავშირის მხარდაჭერა ექნება

ერთი კვირის წინ T-Mobile-მა და SpaceX-მა ოფიციალურად განაცხადეს პარტნიორობის შესახებ, რომელის საშუალებითაც სმარტფონებს მიეცემა საშუალება პირდაპირ დაუკავშირდნენ თანამგზავრებს. უკანასკელი Starlink V2-ის მომავალი თანამგზავრების მიერ ქნება მხარდაჭერილი.

Google-ის Software engineer-მა ჰიროში ლოკჰაიმერმა Twitter-ზე განაცხადა, რომ კომპანია მუშაობს Android-ის (v14) მომდევნო ვერსიაში თანამგზავრული კომუნიკაციის მხარდაჭერის შექმნაზე. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სნარტფონებში რსებული რადიო აპარატურა შეასრულებს სამუშაოს, ჯერ არ არის ნათელი, რა პროგრამული განახლებები იქნება საჭირო (ანუ შეიძლება თუ არა Android 13 ტელეფონებმა გამოიყენონ სატელიტური ქსელი თუ საჭირო იქნება Android 14?).

მოსალოდნელია, რომ T-Mobile და SpaceX დაიწყებენ ახალი სატელიტის ბეტა ტესტირებას 2023 წლის ბოლოს, დაახლოებით იმ დროს, როდესაც Android 14 გამოვა. აშშ-ს დაფარვის დასაწყისში, მაგრამ კომპანიები გეგმავენ სერვისის გაფართოებას მთელ მსოფლიოში.

აღნიშნული ტექნოლოგიის ინტერნეტი დაბალი სიჩქარის იქნება – 2-დან 4 Mbps-მდე ფიჭურ ზონაში – მაგრამ ეს საკმარისია ასობით ათასი ტექსტური შეტყობინებისთვის.

რაც შეეხება დაკავშირების სხვა სიახლეებს, Android 14 საბოლოოდ გააუქმებს Android Beam-ს. მაგრამ ფუნქცია კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში დარჩება Android-ის შემქმნელებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ სურდათ მისი გამოყენება. თუმცა Android 14-ში ის სრულად გაქრება.

Comments are closed.