ამ დრომდე არსებულ გამჭვირვალე ეკრანებს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ – დაბალი პიქსელების სიმკვრივე, დაბალი სიკაშკაშე და (ყველაზე ცუდი) დაბალი გამჭვირვალობა. ეკრანების მწარმოებელი კომპნია BOE ამტკიცებს, რომ მან იპოვა ამ პრობლემების გადაჭრის გზა თავისი ახალი MLED ტექნოლოგიით.
MLED ეკრანებს აქვთ 65%-ზე მეტი გამტარობა (ანუ ეკრანის უკან არსებული შუქის 65% გადის მასში). როგორც ჩანს, კომპანიამ შექმნა 16 დიუმიანი პანელი აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით და ის ასევე შთამბეჭდავად კაშკაშაა – 1000 nits (და შეუძლია 100,000:1 კონტრასტის თანაფარდობა).
რაც უფრო დიდია მანძილი პიქსელებს შორის, მით უფრო გამჭვირვალეა ეკრანი. მაგრამ ეს პრობლემაა, თუ გსურთ მაღალი ხარისხის ფოტო და არა მხოლოდ გამჭვირვალობა. მნიშნელოვანია ხაზი გაესვას იმასაც, რომ BOE-ის აღნიშნულ 16 დიუმიან პანელს აქვს 2.5K გარჩევადობა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია LG-მ მიმდინარე წლის დასაწყისში OLED ეკრანი წარადგინა 45% გამჭვირვალობით.
ყოველ შემთხვევაში, BOE პანელი, როგორც ჩანს, გადის ტესტირებას TÜV Rheinland-ის მიერ მისი სერტიფიკაციისთვის (რომელიც ზომავს ისეთ რაღაცეებს, როგორიცაა გამოსხივებული ლურჯი შუქი, არეკვლა, კონტრასტი, ციმციმი და სხვა). BOE-ს კი ამ დრომდე არ უთქვამს, როდის იქნება პირველი MLED დისპლეები ბაზარზე ხელმისაწვდომი.
პროდუქციის შეთავაზება: არსონის ბრენდის ბლუთუზ დინამიკი მოდელი AN-1001

- ფერი: შავი
- კავშირის ტიპი: უკაბელო და სადენიანი
- გამოდგება წვეულებებისა და შეკრებებისთვის
- 10 ინჩიანი დინამიკი
- მოყვება ნივთები: ერთი პულტი, ერთი უკაბელო მიკროფონი და ერთი 15V ადაპტერი
- აღჭურვილია DSP ძრავით ხმის ოპტიმიზაციისთვის
- საოცარი სიმძლავრე 10000 ვატი
- ორი ერთში ფუნქციის მხარდაჭერა
- მეხსიერების ბარათის სლოტით (Micro SD), AUX გამომავალი, USB პორტით, რადიო
- Bluetooth ვერსია: 5
- გამაძლიერებლის სიმძლავრე: 60 ვატი