ჭკვიანი საათი კამერით – Apple-მა ახალი პროდუქტი დააპატენტა

კომპანია Apple განიხილავს ფარული კამერის დაყენებას ჭკვიან საათებში Apple Watch. კომპანიამ აღნიშნულის შესახებ ამერიკის პატენტი მიიღო. დოკუმენტის თანახმად, საათში კამერა უშუალოდ რკალში Digital Crown-ში მოხვდება, შედეგად კი მომხმარებლები ფოტოების გადაღებას შეძლებენ საათის მოუხსნელად. იმისათვის, რომ გადაიღოთ ფოტო, დაგჭირდებათ მხოლოდ ხელის გაშვერა.

ამასთან, საპატენტო განაცხადში მხოლოდ კამერის განლაგების ადგილია მითითებული. სხვა ტიპის ინფორმაცია მის ტექნიკურ მახასიათებლებზე არ არის.

Apple Insider-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ არის გარკვეული სირთულეები, რომელიც საათში კამერის დაყენებასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა, ობიექტივის Digital Crown რკალში მოქცევა, რომელიც თავისთავად არის საკმაოდ რთული ელემენტი.

შეგახსენებთ, მაისში Apple-მა დააპატენტა ვირტუალური ქაღალდი VR და AR მოწყობილობებისთვის, რომლის დაკეცვა, დაჭმუჭნვა და გადახვევაა შესაძლებელი, როგორც ჩვეულებრივი ქაღალდის.

არსონის ბრენდის ბლუთუზ ყურსასმენი მოდელი AN-HL1 Lightning თავით
  • ფერი: თეთრი
  • კავშირის ტიპი: სადენიანი
  • ყურის ტიპი: ორი
  • კაბელის სიგრძე: 1,2 მეტრი
  • სიხშირეზე რეაგირება: 20-20000 ჰც
  • მგრძნობელობა: 95 დბ
  • დიამეტრი: 14 მმ
  • აქვს მიკროფონი და ხმის კონტროლის ღილაკი
  • აღჭურვილია ხმის ჩახშობის ტექნოლოგიით
  • კორპუსი: პლასტმასი
  • შესაფერისია: საუბარი, თამაშები, სპორტი, ზოგადი გამოყენება
Comments are closed.