კომპანია Huawei Mate 50 სერიის სმარტფონებს 6 სექტემბერს წარადგენს

Huawei-მ რამდენიმე საათის წინ გამოაცხადა თავისი შემდეგი ფლაგმანი სმარტფონების გამოშვების ოფიციალური თარიღი. Mate 50 სერია ჩინეთში 6 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი და ჭორების თანახმად, ჩვენ ვიხილავთ მინიმუმ ოთხ სმარტფონს – Mate 50E, Mate 50, Mate 50 Pro და Mate 50 Porsche Design RS.

ღონისძიებაზე ასევე, სავარაუდოდ, Huawei წარადგენს XMage-ს, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს Leica-ს წინამორბედი ალგორითმები, შედეგად აღნიშნულმა სიახლემ გარკვეული როლი უნდა ითამაშოს სმარტფონის ღამის ფოტოგრაფიაშიც.

მოსალოდნელია, რომ ყველა Mate 50 სერიის სმარტფონს ექნება სპეციალური NPU, შექმნილი HiSilicon-ის მიერ, რომელიც შეასრულებს XMage-ისთვის საჭირო გამოთვლებს.

Comments are closed.