კომპანია LG-მ “დასაჭიმი” ეკრანი წარადგინა, რომელსაც შეუძლია 12 ინჩიდან 14 ინჩამდე გაფართოვდეს

დასაკეცი ეკრანები დღითი დღე იძენს განსაკურთებულ ადგილს სმარტფონების ბაზარზე, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო გამორჩეული ტექნოლოგია – დასაჭიმი ეკრანები – რომელიც, LG Display-მა რამდენიმე საათის წინ წარადგინა. აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება 12″ ინჩის პანელი დაიჭიმოს 14″-მდე. რა საკვირველია აღნიშნული ქმედებით ეკრანი არ დაზიანდება და იგი კვლავ გააგრძელებს გამოსახულების ჩვენებას.

ამ ტიპის ელასტიური ეკრანი (ან “თავისუფალი” ეკრანი, როგორც ამას LG უწოდებს) შეიძლება გამოყენებულ იქნას ტანსაცმელსა და ავეჯზე, რადგან ის ადვილად შეესაბამება რთულ ფორმებს და დაჭიმვის უნარით კომფორტულ იქნება მისი ტარება (ან დამაგრება) სხვდასხვა ზედაპირზე.

რაც შეეხება პროტოტიპის პანელებს – 100 ppi აქვს მას პიქსელის სიმკვრივე რაც რეალობაში 40 დიუმიანი 4K ტელევიზორს უდრის. მას აქვს ასევე სრული RGB შესაძლებლობები. ეკრანი აგებულია სპეციალურ სილიკონის სუბსტრატზე, რომელიც ასევე გამოიყენება კონტაქტური ლინზებისთვის. მას აქვს მიკრო-LED-ები (40 μm-ზე ნაკლები), რომლებიც დაკავშირებულია S- ფორმის ზამბარებით, სწორი მავთულის ნაცვლად, ისე რომ მათ შეუძლიათ გაჭიმვა 20%-ით გატეხვის გარეშე.


პროდუქციის შეთავაზება: არსონის ბრენდის ბლუთუზ დინამიკი მოდელი AN-1001

  • ფერი: შავი
  • კავშირის ტიპი: უკაბელო და სადენიანი
  • გამოდგება წვეულებებისა და შეკრებებისთვის
  • 10 ინჩიანი დინამიკი
  • მოყვება ნივთები: ერთი პულტი, ერთი უკაბელო მიკროფონი და ერთი 15V ადაპტერი
  • აღჭურვილია DSP ძრავით ხმის ოპტიმიზაციისთვის
  • საოცარი სიმძლავრე 10000 ვატი
  • ორი ერთში ფუნქციის მხარდაჭერა
  • მეხსიერების ბარათის სლოტით (Micro SD), AUX გამომავალი, USB პორტით, რადიო
  • Bluetooth ვერსია: 5
  • გამაძლიერებლის სიმძლავრე: 60 ვატი
Comments are closed.