Meta-ს ამბიციები: ცუკერბერგმა ახალი VR ჩაფხუტები წარადგინა

Butterscotch, Starburst, Holocake 2 და Mirror Lake — ეს Meta-ს ახალი VR ჩაფხუტებია. მარკ ცუკერბერგის თქმით, ეს ბევრად დახვეწილი და “რეალობისგან განუსხვავებელი” ჩაფხუტებია, რომლებიც ვირტუალურ რეალობას კიდევ უფრო დამაჯერებელს გახდის. როგორც ჩანს, მარკი ამ ტექნოლოგიაზე მნიშვნელოვან ფსონს ჩამოდის.

“ვფიქრობ, ჩვენ ახლა ახალი რეალობისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. სულ მალე ვირტუალური სამყარო რეალობისგან კიდევ უფრო განურჩევადი გახდება”, — თქვა Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა.

როგორც ცუკერბერგმა განმარტა, თითოეული დასახელებული პროტოტიპი შეიქმნა იმ მიზნით, რათა განვითარდეს სხვადასხვა ვიზუალური ასპექტი. საუბარია იმ ასპექტების დახვეწაზე, რომლებიც ხელს გვიშლის ვირტუალური სამყაროს სრულად რეალობად აღქმაში. ესენია. ნებისმიერ სიღრმეზე ფოკუსირების უნარი, ლინზების გაფუჭებისგან დაცულობა და ადამიანის ბადურაზე მაღალი გარჩევადობის მიღწევა.

“ამ შედეგების მისაღებად ჩვენ უნდა შევქმნათ უპრეცედენტო ტიპის VR სისტემები. საჭიროა მსუბუქი დისპლეი, რომელიც იმდენად მოწინავეა, რომ შეუძლია მოგვაწოდოს ის, რაც ჩვენს თვალებს სჭირდება ბუნებრივად ფუნქციონირებისთვის. ამით ჩვენი თვალები ვირტუალურ სამყაროს როგორც რეალობას ისე აღიქვამენ”, — თქვა ცუკერებერგმა.

ეს ინოვაციური ჩაფხუტები შეიძლება მართლაც გარღვევა იყოს და მან ვირტუალური რეალობა კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადოს, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ სიტყვებია. Meta-ს, ისევე როგორც მარკ ცუკერბერგს ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სამუშაო. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.

Comments are closed.