კომპანია Microsoft 12 ოქტომბერს ახალ Surface მოწყობილობებს წარადგენს

პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა ოფიციალურად დაანონსა „Microsoft Fall 2022 Event“, სადაც კომპანია აცხადებს, რომ გეგმავს „მოწყობილობების შესახებ ისაუბროს“.

Microsoft-ის ოფიციალური მოსაწვევი ფოტოს სათაურით „Save the date“, რომელიც სავარაუდოდ Surface Pen-ით არის შესრულებული. შედეგად საათის შემდეგ, გაჩნდა ჭორები Surface Pro 9 და Surface Laptop 5 გამოშვბის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft გეგმავს შესთავაზოს Surface Pro 9-ს Arm ან Intel პროცესორების ოფციით, რაც პოტენციურად ნიშნავს Surface Pro X ხაზის დასასრულს.

Surface Laptop-ის ხაზის განახლება ასევე სავარაუდოა, რომ Surface Laptop 5-ს შეეხება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ კომპანიას Surface კონფერენცია პანდემიის შემდეგ აღარ ჩაუტარებია და როგორც ჩანს, ეს ღონისძიებაც მხოლოდ ონლაინ იქნება.

Comments are closed.