Musk-ის თქმით, Pepsi ტესლას პირველ სატვირთო მანქანებს დეკემბერში მიიღებს

კომპანია Tesla უკვე ოფიციალურად იწყებს კომერციული სატვირთო მანქანების წარმოებას, შედეგად PepsiCo Inc მიიღებს პირველ მიწოდებას 1 დეკემბერს, დაწერა ხუთშაბათს ელექტრომობილების მწარმოებლის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა.

როდესაც მასკმა 2017 წელს წარადგინა ფუტურისტული, Semi-ის პროტოტიპი, მან თქვა, რომ მე-8 კლასის სატვირთო მანქანა წარმოებაში შევა 2019 წლისთვის.

თუმცა, ვადები რამდენჯერმე გადაიდო ნაწილების დეფიციტის გამო და მასკმა თქვა, რომ წარმოება გადაიდება მომავალი წლისთვის. აგვისტოში მან გამოაცხადა სატვირთო მანქანის დაგეგმილი წარმოება.

კომპანიის განცხადებით მანქანას აქვს 500 მილის (805 კმ) მანძილის გავლის შესაძლებლობა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი სატვირთო მანქანის წარმოებას გეგმავს ელექტრომობილების მწარმოებელი.

სავარაუდოდ, სატვირთო მანქანა 180 000 დოლარი ეღირება, თუმცა მას 40 000 აშშ დოლარამდე საგადასახადო შეღავათი ექნება სენატის მიერ დამტკიცებული აშშ-ს სუბსიდირების პროგრამის მიხედვით.

ჯერ კიდევ 2017 წელს PepsiCo-მ დაჯავშნა Tesla-ს 100 ელექტრო სატვირთო მანქანა, რადგან ის ცდილობდა შეემცირებინა საწვავის ხარჯები და ემისიები.

Comments are closed.