კომპანია Samsung-მა შესაძლოა Galaxy Z Fold4-ისა და Z Flip4-ის დასახელებიდან “Z” ასო ამოიღოს

Samsung Unpacked-ის კონფერენციამდე, ერთი კვირაა დარჩენილი, შესაბამისად უფრო მეტი ჭორი ჩნდება კომპანიის ორი მთავარი გაჯეტის შესახებაც. ერთ-ერთი ანგარიში, რომელსაც Android Central იუწყება ცნობილი ხდება, რომ სამსუნგმა შესაძლოა მოიშოროს „Z“ ასო მისი მომავალი Fold 4 და Flip 4 დასაკეცი სმარტფონების დასახელებიდან.

კონკრეტულად, ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ორი სმარტფონის შეფუთვაზე „Z“ ნაწილი აღარ იქნება ნაჩვენები. ფაქტობრივად, სამსუნგმა უკვე დატოვა “Z” ადრინდელი Fold და Flip სმარტფონების დასახელებიდან აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, სამსუნგს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია აღნიშნულ ნაბიჯზე.

ასევე შესაძლოა სამსუნგი თვლიდეს, რომ „Z“ ამოღება Fold 4-ისა და Flip 4-ის დასახელებიდან უფრო ადვილად გასაგებს გახდის სმარტფონების სახელებს მომხმარებლებისთვის. იმისთვის, რომ აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა დადასტურდეს ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ Samsung Unpacked-ის კონფერენციას ოთხშაბათს, 10 აგვისტოს, თბილისის დროით საღამოს 17:00 საათზე.

Comments are closed.