Samsung-ის მომავალი ახალი სმარტ საათის – Galaxy Watch 5-ის ფოტოებმა ინტერნეტ სივრცეში გაჟონა

Samsung ტრადიციულად განაახლებს Galaxy Watch სერიებს მიმდინარე წლის აგვისტოში. თუმცა ამჯერად სოციალურ ქსელ Twitter-ში ინსაიდერმა Evan Blass სმარტ საათების პირველი ფოტოები გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, ნათქვამია რომ Watch5 Pro არის გასული წლის Galaxy Watch4 Classic-ის მემკვიდრე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შავი ან ნაცრისფერი ტიტანის ფერებში LTE და მხოლოდ Bluetooth ვერსიებში. ის ხელმისაწვდომი იქნება 45 მმ ზომით, ხოლო Watch5 ნაჩვენებია 44 მ ზომით, თუმცა ჩვენ ასევე შეგვიძლია ველოდოთ, რომ ის უფრო მცირე 40 მმ იქნება ხელმისაწვდომი. უკანასკნელი ასევე გამოვა შავ, ლურჯ და თეთრ ფერებში.

ორივე საათის უკანა მხარე ადასტურებს Sapphire Crystal ეკრანებ. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ 5ATM წყალგამძლეობის სერთიფიკატი და GPS ფუნქცია. სმარტ საათების გვერდით არის ასევე ორი ღილაკი და მიკროფონი. ორივე საათი აღჭურვილი იქნება Google wearOS 3.5 ოპერაციული სისტემით.

მოსალოდნელია, რომ Galaxy Watch5 სერიების პირველი დებიუტი Samsung-ის Unpacked ღონისძიებაზე შედგება, Galaxy Z Fold და Z Flip დასაკეც სმარტფონებთან და ასევე ახალი Galaxy Buds Pro უსადენო ყურსასმენების გვერდით.

Comments are closed.