Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა მიმდინარე წლის აპრილში განაცხადა რომ ის 44 მილიარდ დოლარად სოციალურ ქსელ Twitter-ის შეძენა სურდა, მაგრამ მოგვიანებით შესყიდვა შეაჩერა, რადგან იგი ელოდა უფრო მეტ მონაცემებს ბოტების შესახებ Twitter-ზე. მიუხედავად მასკის განანაცხადისა, რომ გარიგება არ იყო ბოლომდე დასრულებული და შეიძლება უფრო დაბალ ფასადაც შეთანხმებულიყვნენ, ის ახლა გარიგება სოფიაცლურად წყვეტს.
მასკის გუნდი, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში მოხსენებისას, გარიგების შეწყვეტის მიზეზად ასახელებს შეთანხმების „მრავლობითი დებულების მატერიალურ დარღვევას“ და Twitter-ის „ცრუ და შეცდომაში შემყვან წარმოდგენებს“. სოციალურ ქსელს ასევე ადანაშაულებენ გარიგების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მასკმა არაერთხელ მოითხოვა მონაცემები ბოტების შესახებ Twitter-ზე, რათა „დამოუკიდებლად შეეფასებინა ყალბი ანგარიშების გავრცელება Twitter-ის პლატფორმაზე“, მაგრამ კომპანიამ ეს ინფორმაცია ვერ მიაწოდა.
The Twitter Board is committed to closing the transaction on the price and terms agreed upon with Mr. Musk and plans to pursue legal action to enforce the merger agreement. We are confident we will prevail in the Delaware Court of Chancery.— Bret Taylor (@btaylor) July 8, 2022
Twitter ზოგჯერ იგნორირებას უკეთებდა მასკის მოთხოვნას ამ მონაცემების შესახებ, ზოგჯერ კი უარყოფდა მათ „გაუმართლებელი მიზეზების გამო“. კომპანია ასევე აცხადებდა, რომ მასკის მოთხოვნებს ასრულებდა ზოგჯერ არასრული ან გამოუსადეგარი ინფორმაციის მიწოდებით. მთელი წერილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ამის საპასუხოდ, Twitter-ის თავმჯდომარემ ბ-ნმა ბრეტ ტეილორმა განაცხადა, რომ კომპანიის საბჭო მზად არის დახუროს გარიგება მასკის მიერ შეთანხმებულ ფასზე და პირობებზე და ის ასევე გეგმავს სამართლებრივი ქმედებების განხორციელებას მასკის წინააღმდეგ.
მასკი ვალდებულია 1 მილიარდი დოლარი გადაიხადოს Twitter-ის გაუქმებული კონტრაქტის გამო, თუ ის ვერ დაასრულებს შეძენას. აქედან გამომდინარე, მას მოუწევს ძლიერი არგუმენტების მოყვანა, რათა გაამართლოს კონტრაქტის გაუქმება.