ვიდეო თამაშების Online სტრიმინგ სერვისი Stadia, 2023 წლის 18 იანვარს დაიხურება

რამდენიმე საათის წინ, Google-მა გამაოქვეყნა ოფიციალური განცხადება რომ კომპნია წყვეტს Online თამაშების სტრიმინგის სერვის Stadia-ს მხარდაჭერას 2023 წლის 18 იანვარიდან.

Google ანაზღაურებს ყველა ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვების ხარჯებს მომხმარებლებისთვის. ვინც შეისყიდა Stadia-ს კონტროლერი ასევე დაუბრუნდება გადახდილი თანხა, ისევე როგორც ნებისმიერი თამაშის და დამატებითი კონტენტისთვის, გადახდილი საფასური. თანხის დაბრუნება კი სავარაუდოდ დასრულდება 2023 წლის იანვრის შუა რიცხვებში.

Google-ის განცხადებით, Stadia-ში გამოყენებული ტქნოლოგიას ამიერიდან მის სხვა სერვისებში გამოიყენებს, როგორიცაა YouTube, Google Play და მისი Augmented Reality (AR) სერვისი. Stadia-ზე მომუშავე წევრები თავიანთ საქმიანობას კომპანიის სხვადასხვა მიმართულებებში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ Google Stadia ოფიციალურად 2019 წლის მარტში ამოქედდა და მოჰყვა მყისიერი სკეპტიციზმი, ბევრმა ასევე გააკრიტიკა თამაშების მაღალი ღირებულების გამო იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელი პირდაპირ არ ფლობს ვიდეო თამაშებს და მის Online პლატფორმაზე უწევდა გამოყენება.

და მაინც, Stadia-ს დაშლა სულაც არ ნიშნავს მთლიანობაში ღრუბლოვანი თამაშების დაღუპვას, რადგან Microsoft, Nvidia და Amazon კვლავ ერთგული არიან თავიანთი სერვისების მიმართ. ეს ყოველთვის იქნებოდა გრძელვადიანი ინვესტიცია ამ კომპანიებისთვის, მაგრამ ეს არ არის ისეთი რამ, რითაც Google ცნობილია.

Comments are closed.