12T Pro Xiaomi-ს პირველი სმარტფონი იქნება, რომელიც 200MP მთავარი კამერით იქნება აღჭურვილი

ჭორები Xiaomi-ს 200 MP კამერის მქონე სმარტფონის გამოშვების შესახებ გასული ივლისიდან გავრცელდა და ერთ-ერთი გაჟონილი ფოტოს მიხედვით, ეს როგორც ჩანს მართლაც მოხდება.

Phonandroid-ზე გავრცელდა ფოტო, რომელიც ძალიან ჰგავს Redmi K50 Ultra-ს თავისი შავი გამოკვეთილი ფორმებით, სადაც განთავსებულია მთავარი კამერა. კონფიგურაციას აქვს წერილობითი “200 MP” და წყაროს თქმით, ფოტო არის სმარტფონის სახელწოდებით Xiaomi 12T Pro.

Redmi K50 Ultra მოდელის ნომერია 22081212C, ხოლო ეს სავარაუდო 12T Pro არის 22081212UG – განსხვავება ბოლო ასოშია, რომელიც ავლენს ბაზრის აღნიშვნას – ჩინეთი ან გლობალური.

თუ ჭორები სიმართლეს შეესაბამება, ეს იქნება მეორე სმარტფონი Samsung ISOCELL HP1 სენსორით Moto X30 Pro-ის შემდეგ, რომელიც ამ თვის დასაწყისში იყო წარმოდგენილი.

Comments are closed.