Apple-მა მეოთხე თაობის iPhone SE-ის გამოშვება შესაძლოა 2024 წლამდე გადადოს

ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo თქმით Apple-ს საშუალო დონის iPhone-ების მოსალოდნელზე დაბალი გაყიდვები აქვს. ამის შედეგად, მოსალოდნელია, რომ კუპერტინოელები გააუქმებებენ ან მინიმუმ გადადებენ მეოთხე თაობის iPhone SE წარდგენას 2024 წლამდე.

კომპანიამ უნდა გადააფასოს საკტუტარი სტრატეგია და ფასები, რადგან შემდეგი თაობის iPhone SE-ს ექნება ე.წ “სრული ეკრანის” დიზაინი, რაც ნიშნავს წარმოების უფრო მაღალ ღირებულებას.

ანალიტიკოსის აზრით, ახალი სმარტფონის გაუქმება და გადადება ხელს შეუწყობს “ახალი პროდუქტის განვითარების არასაჭირო ხარჯების” შემცირებას და ასევე დაეხმარება კომპანიას “2023 წლის გლობალური ეკონომიკური რეცესიის გამოწვევებზე”.

(1/5)
My latest survey indicates that Apple will likely cancel or postpone the mass production plan for the 2024 iPhone SE 4. I think this is due to the consistently lower-than-expected shipments of mid-to-low-end iPhones (e.g., SE 3, 13 mini, and 14 Plus),— 郭明錤 (Ming-Chi Kuo) (@mingchikuo) December 21, 2022

ადრეული რენდერების ვარაუდით, iPhone SE 4, რომელსაც სავარაუდოდ iPhone SE (2024) ერქმევა, დაფუძნებული იქნება iPhone XR-ზე. X თაობა იყო პირველი, ვინც ამოიღო Touch ID და დატოვა Face ID, როგორც ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის ერთადერთი მეთოდი.

Apple ჩვეულებრივ ავლენს iPhone SE-ს გაზაფხულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონი გამოსვლამდე სულ მცირე 15 თვე რჩება და შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩიპსეტი იქნება მთავარი ცვლილება iPhone XR-ისგან, რაც დაეხმარება კამერას უკეთესი კადრების გადაღებაში.

თუმცა, Apple-ისთვის საკმარისზე მეტი დროა გადახედოს გადაწყვეტილებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საბოლოო არაფერია.


პროდუქციის შეთავაზება: არსონის ბრენდის ბლუთუზ დინამიკი მოდელი AN-1225C

  • ფერი: შავი
  • კავშირის ტიპი: უკაბელო და სადენიანი
  • 12 ინჩიანი დინამიკი
  • მოყვება ნივთები: ერთი პულტი, ერთი უკაბელო მიკროფონი და ერთი 15V ადაპტერი
  • სიმძლავრე: 2000 ვატი
  • ორი ერთში ფუნქციის მხარდაჭერა
  • მეხსიერების ბარათის სლოტით (Micro SD), AUX გამომავალი, USB პორტით, რადიო
  • Bluetooth ვერსია: 5
  • გამაძლიერებლის სიმძლავრე: 20 ვატი
Comments are closed.